Magdalena Posted August 5, 2021 Posted August 5, 2021 კომპანიების კვარტალურმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ Samsung Electronics-მა კიდევ ერთხელ გაუსწრო Intel-ს შემოსავლის სიდიდით. სამხრეთკორეულმა გიგანტმა მიმდინარე კურსით 19.7 მლრდ აშშ დოლარი მოაგროვა, ამერიკელი კონკურენტი მას 100 მლნ აშშ დოლარით ჩამორჩა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს თვეებში მათ შორის უფსკრული კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით Intel-ის მიერ მეხსიერების წარმოების ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებული გარიგების გათვალისწინებით. როგორც The Wall Street Journal აღნიშნავს, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში Intel ფაქტიურად მუდმივად დომინირებდა ნახევრადგამტარი წარმოების უმსხვილესი კომპანების რეიტინგში შემოსავლების სიდიდის მხრივ. Samsung-მა ლიდერის პოზიციის დაკავება შეძლო 2017 და 2018 წლებში, რასაც ხელი შეუწყო მეხსიერების მიკროსქემებზე ფასის ზრდამ. ამ ტიპის პროდუქტი დიდწილად განსაზღვრავს Samsung-ის შემოსავალს და ამჟამად ბაზრის კონიუნქტურა ხელსაყრელია კორეული კომპანიისთვის, ვინაიდან ფასები იზრდება. Gartner-ის პროგნოზის თანახმად მიმდინარე წელს მეხსიერებაზე ფასები 33%-ით გაიზრდება იმ დროს, როდესაც ცენტრალური პროცესორების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 4%-ით მატულობს. შედეგად, შემოსავლის დინამიკის მხრივ Intel-ი Samsung-თან შედარებით არამომგებიან პოზიციაში ჩნდება. როდესაც მეხსიერება იაფდება, Samsung მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს. უკვე მრავალი წელია, კომპანია ცდილობს შეამციროს მეხსიერების ბაზარზე დამოკიდებულება, რის გამოც ვითარდება ნახევრადგამტარი კომპონენტების კონტრაქტული წარმოების ბიზნესი. კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს იმედი, რომ Samsung-ის პროფილური ქვეგანყოფილება შეძლებს შემოსავლის წლიურ ჯამში 20%-ით გაზრდას. IDC-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს ნახევრადგამტარი კომპონენტების მსოფლიო ბაზრის ბრუნვა 12.5%-ით, 522 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება, ასე რომ მოგებას მიღებს ბაზრის ყველა მონაწილე, Samsung Electronics-ისთვის კი იგი უფრო მკაფიოდ იქნება გამოხატული. Intel-ს ერთდროულად უწევს იბრძოლოს გაძლიერებულ AMD-სთან, ასე რომ სეგმენტის უმსხვილესი კომპანიის ტიტულის დაბრუნებას იგი სავარაუდოდ მალე ვერ მოახერხებს. https://bit.ly/3lmQXum Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.