Magdalena Posted August 3, 2021 Posted August 3, 2021 კომპანია Intel-მა წარდგინა Xeon W-3300 პროცესორები, რომლებიც განკუთვნილია მძლავრი სამუშაო სადგურების შექმნისთვის. ახალი ჩიპები შეავსებს Intel Xeon Ice Lake-SP სერვერული პროცესორების სერიას, მათ ექნება იგივე არქიტექტურა, 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და LGA 4189 სოკეტი. ახალი Xeon W უკვე ხელმისაწვდომია სისტემური ინტეგრატორებისთვის. ფოტოს წყარო: Intel Intel Xeon W-3300 ჩიპების სერიაში შევიდა ხუთი მოდელი: Xeon W-3375, Xeon W-3365, Xeon W-3345, Xeon W-3335 და Xeon W-3323. მათ აქვთ 38 ფიზიკური ბირთვი, რომელთაც 76-მდე ვირტუალური ნაკადის დამუშავება შეუძლიათ. ტაქტის სიხშირე აღწევს 4.0 გჰც-ს Turbo Boost რეჟიმში, მოდელების TDP-ის დონე კი 220-დან 270 ვატამდე ვარირებს. ახალ ჩიპებს აქვთ 64 PCIe 4.0 არხის მხარდაჭერა და შეუძლიათ მიიღონ 4 ტბ-მდე რვაარხიანი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება შეცდომების კორექციის ფუნქციით (ECC). მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, Xeon W-3300 სერიის ჩიპებს გააჩნია ორნახევარჯერ მეტი მეხსიერების მხარდაჭერა და უზრუნველყოფენ ოპერატიული მეხსიერების 31%-ით მაღალ სიჩქარეს წინა მოდელებთან შედარებით. გარდა ამისა, Intel-ის შიდა ტესტები გვიჩვენებს, რომ ახალი ჩიპები დემონსტრირებენ 45%-ით მაღალ მრავალნაკადიან წარმადობას Cinema 4D-ში, 26%-ით მაღალ წარმადობას AutoDesk Maya რენდერისას, უზრუნველყოფენ 20%-მდე უკეთეს წარმადობას რედაქტირებისა და კოდირებისას Adobe Premiere Pro-ში და უზრუნველყოფენ 27%-მდე მეტ წარმადობას AutoDesk Maya-ს ფინალურ 3D-ვიზუალიზაციაში Intel Xeon W-3200 სერიის მოდელებთან შედარებით. Xeon W-3300 პროცესორების დამატებითი მახასიათებლებია Turbo Boost 2.0 ტექნოლოგიის, AVX-512 ინსტრუქციების მხარდაჭერა, აგრეთვე ამოცანათა დამუშავების დაჩქარებისთვის განკუთვნილი Deep Learning Boost ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია მანქანურ სწავლებასთან, ამასთან აღსანიშნავია Intel Optane SSD P5800X-სთან მუშაობის შესაძლებლობა. https://bit.ly/3ldbiSD Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.