Jump to content

Recommended Posts

Posted

ფიშინგი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. იდეა მარტივია, იქმნება ბანკის ან რომელიმე კომპანიის ყალბი გვერდი, რომელიც მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ნამდვილთან, საიტის ველში კი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლო ანსხვავებდეს, ამიტომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მოტყუვდეს, თუმცა როგორც კი მცირედი ეჭვის თვალით შეხედავთ, მაშინვე ყველაფერს ფარდა აეხდება. ასეთი გვერდის აღმოჩენისას ეს ინფორმაცია კონკრეტულ ბანკს უნდა აცნობოთ, რომელიც შესაბამის რეაგირებას მოახდენს. კომპანიის შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების სისტემები არაა სწორად ინტეგრირებული, დიდი შანსია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეთ. ორგანიზაციებში ჰაკერები კომპლექსურ შეტევის გზებს იყენებენ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია კომპანია, მთავარია რამდენად ღირებულ ინფორმაციას ინახავთ, რომლის მოსაპოვებლადაც დამნაშავე ყველაფერზეა წამსვლელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მკაცრი ზომები კომპანიებისთვის, რომლებიც ინფორმაციას ციფრული გზით ინახავენ.უსაფრთხოება კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანების მიერ იყოს გამართული. აუცილებელია სისტემის განახლება და მონიტორინგი. საუკეთესო ვარიანტია აუთსორს კომპანიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, ვინც სრულად გამართავს და უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის უსაფრთხოებას. უსაფრთხოების სისტემები კომპანიის შექმნის დღიდანვე უნდა იყოს გამართული, რადგან წარმატების მოპოვებასთან ერთად იზრდება რისკებიც.

Posted

@KetiSilagava

რეკლამას ჩვენთან თავისი ფორმა და წესები აქვს, პოსტი დაგირედაქტირეთ, ბმულები წავშალე. გთხოვთ, მომავალში შეუთანხმებელი რეკლამისგან თავი შეიკავოთ: 

 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.