Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Tom's Hardware-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია დისკრეტული გრაფიკული დაფა Intel Xe DG1-ის ტესტირებისა და კონკურენტებთან მისი წარმადობის შედარების შესახებ. დასაწყისისთვის გავიხსენოთ ვიდეო დაფის ტექნიკური მახასიათებლები: დაფას საფუძვლად უდევს 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული ჩიპი Xe LP. ვიდეო დაფას აქვს 80 შემსრულებელი მოდული, რაც საერთო ჯამში 640 გრაფიკულ ბირთვს იძლევა. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე 900 მჰც-ს შეადგენს, აჩქარების რეჟიმში კი - 1550 მჰც-ს. ვიდეომეხსიერების მოცულობაა 4 გბ, მეხსიერების სალტე 128-ბიტიანია. ქვემოთ წარმოდგენილია გატესტილი GPU-ების ტექნიკური მახასიათებლების შედარება. 

image.png 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ Intel Xe DG1 ვერ გამოიყენება ნებისმიერ დედა დაფაზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ თავად ვიდეო დაფას არ აქვს EEPROM VBIOS-ის შენახვისთვის, რისთვისაც საჭიროა მისი განთავსება დედა დაფის BIOS-ში. ჩნდება კითხვა - რატომ გადაწყვიტა Intel-მა არ დააყენოს BIOS ვიდეო დაფაში. დედა დაფების არჩევანი მეტა შეზღუდულია. მოცემულ ტესტირებაში გამოყენებული იყო კომპანია ASUS-ის წარმოების დაფა. სატესტო აღჭურვილობის ჩამონათვალს შეგიძლიათ მომდევნო ცხრილში გაეცნოთ: 

image.png 

ტესტების შედეგებს რაც შეეხება, Intel Xe DG1 ვიდეო დაფამ ვერ წარმოაჩინა თავი საუკეთესოდ კონკურენტებთან შედარებით იმის მიუხედავად, რომ იგი ზოგიერთი პარამეტრით ბევრ კონკურენტს აღემატება. 

image.pngimage.png 

ფოტოებზე მოცემულია გრაფიკები, სადაც მოყვანილი ჯამში 17 თამაშში ტესტირების შედეგად მიღებული საშუალო მაჩვენებლები. 

Posted

ამ ფოტოებში ნამდვილი გამარჯვებული 5700G-ა. GT 1030-ს GDD5 ვერსიასაც კი საკმაოდ აღემატება. ეგ ძველი არქიტექტურის iGPU-ა. ამ გრაფიკის მიხედვით ვფიქრობ რომ ახალ პროცესორებში სადაც RDNA2 iGPU იქნება + DDR5 RAM გაცილებით მაღალი bandwith-თა და დახვეწილი CPU-ს არქიტექტურით GTX 1050-საც დაეწევიან და შესაძლოა გადაუსწრონ კიდეც. ინტეგრირებული ბარათის კვალობაზე ეგ 2022-შიც კი მაინც კარგი შედეგი იქნება. მთავარია მალე გააკეთონ ეს, შემდეგ სერიაშივე.

ულტრაბუქებისთვისაა ეგ განსაკუთრებით კარგი.  ანუ ვინმეს თუ მუშაობასთან ერთად თამაშიც უნდა შეძლებს AMD-ს დახმარებით ამას. პროცესორებზე საუბარი ზედმეტია 4800u 5800u ამათი კონკურენტი ულტრაბუქებში ფაქტობრივად არ აქვს ინტელს. მინიმუმ 2 წელია ულტრაბუქებში ჩამოიტოვა უკან amd-მ intel.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.