Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

The Wall Street Journal იუწყება, რომ კომპონენტების დეფიციტმა, რომელიც მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში შეინიშნებოდა, სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებამდე მიაღწია. მ დრომდე მათ შეძლეს თავიდან აერიდებინათ ის პრობლემები, რომლებიც შეექმნათ მანქანათმშენებელ კომპანიებსა და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კომპიუტერულ და საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებენ, რადგანაც სმარტფონების მწარმოებლები ძირითად კომპონენტებს 6 თვით ადრე ყიდულობენ. ამჯერად კი მარაგები იწურება. ახალი გადაზიდვები მნიშვნელოვანი გამოწვევეის წინაშე აყენებს სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებს მიწოდების შეფერხებისა და კომპონენტებზე ფასის ზრდის გამო. აქედან გამომდინარე ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ სმარტფონების ღირებულება მიმდინარე წლის შემოდგომიდან გაიზრდება. 

გარდა ამისა, შესაძლოა ზოგიერთმა მწარმოებელმა კომპანიამ შეზღუდოს იმ რეგიონების რაოდენობა, სადაც მათი პროდუქცია იყიდება. მაგალითად, Google-ის სმარტფონები Pixel 5a 5G გაიყიდება მხოლოდ აშშ-ისა და იაპონიის ტერიტორიაზე. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ Redmi Note 10-ის ფასი 8%-ით გაზარდა, 161 $-დან 174 $-მდე. Apple-ისა და Samsung-ის იმ სმარტფონების ღირებულება, რომლებიც აგვისტო-სექტემბერში უნდა გამოვიდეს, დიდი ალბათობით ასევე გაიზრდება. არსებობს მოლოდინი, რომ ზოგიერთი ახალი მოწყობილობის გამოსვლის თარიღი გადაიდება. ჯამში, რაც უფრო ძვირადღირებულია სმარტფონი, მით უფრო საგრძნობლად მოიმატებს მისი ფასი. ბევრმა ექსპერტმა და ელექტრონული მოწყობილობების წარმოების წარმომადგენელმა უკვე არაერთხელ აღნიშნ, რომ დეფიციტთან დაკავშირებული სიტუაცია მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ მოგვარდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.