Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

2021 წლის პირველ ნახევარში ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების ინდუსტრიაში ვენჩურული დაფინანსების მოცულობამ ციფრულ გამოხატულებაში 8.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია (Block.one-ის ინვესტიციის გარდა ბირჟა Bullish-ზე). Crunchbase News-ის თანახმად ინდუსტრიაზე მოდიოდა გარიგებების ჯამური მოცულობის - 288 მლრდ აშშ დოლარის 3%. 

image.jpeg 

გლობალური ვენჩურული ინვესტიციების მოცულობის დინამიკა ეტაპებად. წყარო: Crunchbase News. 
2021 წლის პირველი ნახევარი რეკორდული იყო ვენჩურული გარიგებების მოცულობის მიხედვით: მაჩვენებელი 61%-ით გაიზარდა წინა მაქსიმალურ 179 მლრდ აშშ დოლართან შედარებით, რომელიც 2020 წლის ბოლო ორი კვარტლის შეჯამების შედეგად დაფიქსირდა. 

ექვსი თვის განმავლობაში ციფრული აქტივების ინდუსტრიის მონაწილეებმა უფრო მეტი თანხა მოიზიდეს, ვიდრე წინა ორი წლის განმავლობაში. 

პირველ კვარტალში კრიპტოკომპანიებში ჩადებულმა ვენჩურულმა ინვესტიციებმა შეადგინა დაახლოებით 2.6 მლრდ აშშ დოლარი. მეორე კვარტალში მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა რეკორდულ 6.2 მლრდ აშშ დოლარამდე - ინდუსტრიაზე მოდიოდა გლობალური ფინანსირების 4%, რაც დაახლოებით 163 მლრდ აშშ დოლარია. 

CB Insights-ის თანახმად, მარტი-აპრილში ვენჩურული დაფინანსების ყოველი მეხუთე დოლარი მოდიოდა Fintech-კომპანიებზე, რომლებმაც ჯამში 33.7 მლრდ აშშ დოლარი მიიღეს. 

ბლოკჩეინ-ინდუსტრიის მონაწილეებმა მიიღეს ამ ინვესტიციების თითქმის 20%. 2019-2020 წლებში მათი წილი დაახლოებით 6% იყო. 

Crunchbase-ის მონაცემებით, განხილულ პერიოდში ინვესტორები უპირატესობას ანიჭებდნენ დაფინანსების გვიან ეტაპზე მყოფ კომპანიებს. ეს ეხებოდა კრიპტოვალუტების ინდუსტრიასაც. 

ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მეორე კვარტალში, როდესაც ამგვარმა კომპანიებმა განახორციელეს ორმოცზე მეტი გარიგება - 2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მათი რიცხვი 23-ს არ აღემატებოდა. 

დაფინანსების მზარდი მოცულობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ისეთი გადამკვეთი ინვესტორების (crossover investors) აქტიურობას, როგორიცაა მაგალითად Tiger Global Management. მან 144 გარიგებაში მიიღო მონაწილეობა, მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა დაფინანსების 87 რაუნდი. 

ორგანიზაციას გვერდი არ აუვლია კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვისა. მაგალითად, Tiger Global Management ხელმძღვანელობდა Bitcoin-ბირჟა Bitso-ს დაფინანსებას 250 მლნ აშშ დოლარით და მონაწილეობა მიიღო კომპანია Amber Group-ის 100 მლნ აშშ დოლარიანი ინვესტირების რაუნდში. 

გადამკვეთი ინვესტორების ინტერესი შესაძლოა უკავშირდებოდეს SPAC-თან გარიგების პოპულარულობას. 2021 წელს ყოველი მეხუთე Fintech-კომპანია, რომლებმა საჯარო ბაზარზე გასვლის მიზნით ხელი მოაწერეს გაერთიანების შეთანხმებას, თავიანთ საქმიანობაში ორიენტირებულნი იყვნენ კრიპტოვალუტებზე, ან უზრუნველყოფდნენ ამ ტიპის აქტივებისთვის განკუთვნილი სერვისების წარდგენას. 

NFT-მარკეტფლეის OpenSea-მ მოიზიდა 100 მლნ აშშ დოლარი დაფინანსების სერია B-ს რაუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვენჩურული ფონდი Andreessen Horowitz. კომპანიის კაპიტალიზაცია 1.5 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.