Magdalena Posted July 22, 2021 Posted July 22, 2021 თამაშების დეველოპერების კონფერენცია GDC 2021-ზე კომპანია NVIDIA-მ ჩაატარა რეითრეისინგისა და DLSS ტექნოლოგიის დემონსტრაცია ARM-პროცესორზე მომუშავე სისტემაზე. სატესტო თამაშად არჩეულ იქნა Wolfenstein Youngblood, რომლის მცირე სადემონსტრაციო ვერსია ARM-სისტემისთვის მოამზადეს MachineGames-ის წარმომადგენლებმა Bethesda-ს მხარდაჭერით. როგორც NVDIA განმარტავს, ეს პროექტი სადემონსტრაციო მიზნებისთვის შერჩეულ იქნა მოქნილი idTech 6 ძრავის წყალობით. თუმცა დეველოპერები არ გეგმავენ თამაშის სრულფასოვანი ARM-ვერსიის შექმნას. Wolfenstein Youngblood-ის საცდელი პერსპექტივა მცირეა, ამიტომ NVIDIA-მ დაამატა სადემონსტრაციო ფრაგმენტი The Bistro-ს დემოდან, რომელშიც გამოყენებულია RTXDI (Direct Illumination) და NRD ტექნოლოგიები. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3Bmn6Yn როგორც NVIDIA განმარტავს, სატესტო კომპიუტერში გამოყენებული იყო პროცესორი MediaTek Kompanio 1200, გრაფიკული ამაჩქარებლის სახით კი წარმოდგენილი იყო საშუალო ფასის სეგმენტის ადაპტერი GeForce RTX 3060. https://bit.ly/3wSfjOw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.