Magdalena Posted July 20, 2021 Posted July 20, 2021 მიუხედავად იმისა, რომ AMD-ის დესკტოპ პროცესორები Intel-ს აღემატება როგორც სამუშაო დატვირთვით, ისე გეიმინგში, გეიმერების უმეტესობა მაინც Intel-ის მხარეს რჩება. იქნებ ეს ჩვევის საკითხია, ან შესაძლოა პრობლემას Ryzen 5000-ის მაღალი ფასები წარმოადგენდეს. ამ სერიაში საერთოდ არ არის დაბალბიუჯეტური ჩიპები, გამოდის რომ AMD უბრალოდ აიგნორებს მასიურ მომხმარებლებს. გაურკვეველია, სადამდე მივა ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა დღეისთვის შესაძლებელია ითქვას, რომ AMD-ს რევანში არ გამოუვიდა: Steam-ის მონაცემებით ივნისში Intel-ის პროცესორების წილი 1.72%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლურჯების“ ჩიპები გეიმერებს შორის უკეთ იყიდება, ვიდრე AMD-ის უფრო სწრაფი პროდუქცია. უნდა გვესმოდეს, რომ დღესდღეობით კონკურნეტზე დაწევის პოზიციაში Intel იმყოფება, გეიმინგ და სამუშაო დისციპლინებში ლიდერობის დაბრუნების მორიგი მცდელობა კი მიმდინარე წელს განხორციელდება. მაშ ასე, ახალ Alder Lake-S ხაზს ექნება 16 ბირთვი, რომელთა შორისაა 8 დიდი და 8 მცირე, ენერგოეფექტური ბირთვი, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგომოხმარების დაბალ დონეს მარტივ და საბაზისო ამოცანებში. დესკტოპ პროცესორები დამყარებული იქნება 10-ნანომეტრიან Enhanced SuperFin ტექნოპროცესზე, მათი სასარგებლო წონადი არგუმეტია ახალი ტიპის ოპერატიული მეხსიერება DDR5 და PCIe 5.0 ინტერფეისი. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჩქარი SSD-ის გამოყენების შესახებ ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, მაგრამ ამ ტექნოლოგიის თანამედროვეობის დამამტკიცებელი რეალური პროდუქტები ჯერ არავის უნახავს. ამჯერად შეგვიძლია გავეცნოთ პირველ სანდო მახასიათებლებს მე-12 თაობის დესკტოპ პროცესორების შესახებ. განვიხილოთ თითოეული მათგანი (P-Core - დიდი ბირთვები, E-Core -მცირე ბირთვები Core i9-12900K – 16-ბირთვიანი პროცესორი 5 გჰც-მდე სიხშირით ყველა P-Core ბირთვზე და 5,3 გჰც - თითო ამგვარზე. მე-3 დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 30 მბ, TDP-ის დონე - 228 ვატი. არ არის გამორიცხული, რომ 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი შეამცირებს რეალურ მაჩვენებელს Intel-ის მე-11 თაობის მაჩვენებლებთან შედარებით. Core i7-12700K – 12-ბირთვიანი პროცესორი (8 დიდი, 4 მცირე ბირთვი), შესაძლებელია აჩქარება 4.7 გჰც-მდე ყველა ბირთვზე და 5 გჰც-მდე - ერთ მაღალი წარმადობის ბირთვზე. საკვირველია, მაგრამ ამ შემთხვევაში Intel-მა 300 მჰც-ით შეამცირა სიხშირე Core i7-11700K-თან შედარებით. საინტერესოა ის, რომ P-Core-ს ექნებათ მრავალნაკადიანი რეჟიმის ფუნქცია, E-Core-ს - არა, გამოდის, რომ Core i7-12700K 20-ნაკადიანია. Core i5-12600K – 10-ბირთვიანი პროცესორი კიდევ უფრო ნაკლებად შთამბეჭდავი მახასიათებლებით (6 დიდი, 4 მცირე ბირთვი). ტაქტის სიხშირე არ აჭარბებს 4.5 გჰც-ს ყველა ბირთვზე, შესაბამისად, არ ჩანს 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის რეალური წარმატება, რომელსაც ლოგიკურად ეს მაჩვენებელი უნდა გაეზარდა და არა - შეემცირებინა. https://bit.ly/36Eeb6w Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.