Jump to content

Recommended Posts

Posted

მიუხედავად იმისა, რომ AMD-ის დესკტოპ პროცესორები Intel-ს აღემატება როგორც სამუშაო დატვირთვით, ისე გეიმინგში, გეიმერების უმეტესობა მაინც Intel-ის მხარეს რჩება. იქნებ ეს ჩვევის საკითხია, ან შესაძლოა პრობლემას Ryzen 5000-ის მაღალი ფასები წარმოადგენდეს. ამ სერიაში საერთოდ არ არის დაბალბიუჯეტური ჩიპები, გამოდის რომ AMD უბრალოდ აიგნორებს მასიურ მომხმარებლებს. გაურკვეველია, სადამდე მივა ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა დღეისთვის შესაძლებელია ითქვას, რომ AMD-ს რევანში არ გამოუვიდა: Steam-ის მონაცემებით ივნისში Intel-ის პროცესორების წილი 1.72%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლურჯების“ ჩიპები გეიმერებს შორის უკეთ იყიდება, ვიდრე AMD-ის უფრო სწრაფი პროდუქცია. 

image.jpeg 

უნდა გვესმოდეს, რომ დღესდღეობით კონკურნეტზე დაწევის პოზიციაში Intel იმყოფება, გეიმინგ და სამუშაო დისციპლინებში ლიდერობის დაბრუნების მორიგი მცდელობა კი მიმდინარე წელს განხორციელდება. მაშ ასე, ახალ Alder Lake-S ხაზს ექნება 16 ბირთვი, რომელთა შორისაა 8 დიდი და 8 მცირე, ენერგოეფექტური ბირთვი, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგომოხმარების დაბალ დონეს მარტივ და საბაზისო ამოცანებში. დესკტოპ პროცსორები დამყარებული იქნება 10-ნანომეტრიან Enhanced SuperFin ტექნოპროცესზე, მათი სასარგებლო წონადი არგუმეტია ახალი ტიპის ოპერატიული მეხსიერება DDR5 და PCIe 5.0 ინტერფეისი. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჩქარი SSD-ის გამოყენების შესახებ ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, მაგრამ ამ ტექნოლოგიის თანამედროვეობის დამამტკიცებელი რეალური პროდუქტები ჯერ არავის უნახავს. 

ამჯერად შეგვიძლია გავეცნოთ პირველ სანდო მახასიათებლებს მე-12 თაობის დესკტოპ პროცესორების შესახებ. განვიხილოთ თითოეული მათგანი (P-Core - დიდი ბირთვები, E-Core -მცირე ბირთვები😞 

image.png 

  • Core i9-12900K – 16-ბირთვიანი პროცესორი 5 გჰც-მდე სიხშირით ყველა P-Core ბირთვზე და 5,3 გჰც - თითო ამგვარზე. მე-3 დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 30 მბ, TDP-ის დონე - 228 ვატი. არ არის გამორიცხული, რომ 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი შეამცირებს რეალურ მაჩვენებელს Intel-ის მე-11 თაობის მაჩვენებლებთან შედარებით. 

  • Core i7-12700K– 12-ბირთვიანი პროცესორი (8 დიდი, 4 მცირე ბირთვი), შესაძლებელია აჩქარება 4.7 გჰც-მდე ყველა ბირთვზე და 5 გჰც-მდე - ერთ მაღალი წარმადობის ბირთვზე. საკვირველია, მაგრამ ამ შემხვევაში Intel-მა 300 მჰც-ით შეამცირა სიხშირე Core i7-11700K-თან შედარებით. საინტერესოა ის, რომ P-Core-ს ექნებათ მრავალნაკადიანი რეჟიმის ფუნქცია, E-Core-ს - არა, გამოდის, რომ Core i7-12700K 20-ნაკადიანია. 

  • Core i5-12600K– 10-ბირთვიანი პროცესორი კიდევ უფრო ნაკლებად შთამბეჭდავი მახასიათებლებით (6 დიდი, 4 მცირე ბირთვი). ტაქტის სიხშირე არ აჭარბებს 4.5 გჰც-ს ყველა ბირთვზე, შესაბამისად, არ ჩანს 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის რეალური წარმატება, რომელსაც ლოგიკურად ეს მაჩვენებელი უნდა გაეზარდა და არა - შეემცირებინა. 

image.png 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.