Magdalena Posted July 9, 2021 Posted July 9, 2021 OnePlus-მა შესამჩნევად გააფართოვა პროდუქციის ასორტიმენტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამჟამად კომპანია გვთავაზობს Android-სმარტფონების ფართო სპექტრს სხვადასხვა ფასის სეგმენტში, სმარტ-ტელევიზორებს, თან სატარებელ ფიტნეს-მოწყობილობებს და TWS ყურსასმენებსაც კი. ამჯერად, როგორც ჩანს, OnePlus მზადაა საკუთარი პროდუქციის ხაზში პლანშეტიც დაამატოს. მიუხედავად იმისა, რომ OnePlus-ს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია პლანშეტის გამოშვების გეგმის შესახებ, მან დაარეგისტრირა OnePlus Pad სავაჭრო ნიშანი (MySmartPrice-ის საშუალებით) ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციაში (EUIPO). ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა კომპანია Android-პლანშეტზე მუშაობს. სამწუხაროდ, სავაჭრო ნიშნის ჩამონათვალში პლანშეტის სავარაუდო დასახელების გარდა სხვა არაფერი ჩანს. ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია მისი მახასიათებლების შესახებ. OnePlus Pad-ის სავაჭრო ნიშნების ჩამონათვალი გამოჩნდა იმ მოვლენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც OnePlus-მა დაადასტურა, რომ თავისი რამდენიმე გუნდი OPPO-სთან გააერთიანა. ეს ნაბიჯი კომპანიას უკვე დაეხმარა ფლაგმანური მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების გრაფიკის გაუმჯობესებაში. ამჟამად ინტეგრაცია OnePlus-ს ხელს უწყობს მობილიზდეს პროდუქტების კატეგორიების დიდ რაოდენობაზე. https://bit.ly/3qNCU1z Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.