Magdalena Posted July 9, 2021 Posted July 9, 2021 ინტერნეტ-წყაროებმა გამოაქვეყნეს თიზერი, რომლის თანახმად კომპანია Samsung-მა 11 აგვისტოსთვის დაგეგმა მორიგი პრეზენტაცია Galaxy Unpacked. ღონისძიებაზე მოსალოდნელია ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონებისა და თან სატარებელი მოწყობილობების ანონსი. კერძოდ, შედგება დასაკეც სმარტფონ Galaxy Z Fold 3-ის დებიუტი. არსებული ცნობებით, ამ მოწყობილობას ექნება 7.5-დუიმიანი დრეკადი S-AMOLED ეკრანი QHD+ გაფართოებითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. უშუალოდ დისპლეის ქვეშ განთავსებული იქნება ფრონტალური კამერა. Digit / @OnLeaks დრეკადი დისპლეის მქონე კიდევ ერთი მოწყობილობა იქნება მოდელი Galaxy Z Flip 3. არაოფიციალური ცნობებით, მას ექნება 6.7-დუიმიანი ეკრანი და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. მასზე წარმოდგენილი იქნება ასევე დამხმარე, 1.9-დუიმიანი დისპლეი. გარდა ამისა, ღონისძიებაზე დაანონსდება სმარტ საათები Galaxy Watch 4 და Galaxy Watch 4 Classic. ისინი შეძლებენ მფლობელის ორგანიზმში ცხიმოვანი მასის განსაზღვრას, მთელი დღის განმავლობაში გულისცემის ცვლილებებისთვის თვალყურის დევნებას და სისხლში ჟანგბადის შემცველობის გაზომვას. და ბოლოს, შედგება სრულიად უსადნო ყურსასმენების, Galaxy Buds 2-ის ანონსი. არაოფიციალური ცნობების თანახმად ახალი მოწყობილობის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს AKG-ის სპეციალისტებმა, რის წყალობითაც მიიღწევა მაღალი ხარისხის ხმა. https://bit.ly/36cIIIv
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now