Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროებმა აღმოაჩინეს ახალი ინფორმაცია ფლაგმანურ მობილურ პროცესორ Snapdragon 895-ის შესახებ, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, კომპანია Qualcomm ოფიციალურად მიმდინარე წლის დეკემბერში წარადგენს. 

image.jpeg 

ჩიპი ფიგურირებს კოდური დასახელებით - SM8450, საფუძვლად უდევს მაღალი წარმადობის Cortex-V9 Kryo 780 ბირთვები. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია მძლავრი ამაჩქარებელი Adreno 730. გარდა ამისა, პროცესორს ექნება მოწინავე 5G მოდემი. 

ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ ჩიპის წარმოებით დაკავდება კომპანია Samsung და ხსენებული ჩიპი დამზადდება 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. 

image.jpeg 

მოგვიანებით გამოვა პროცესორის უფრო ძლიერი ვერსია - Snapdragon 895 Plus / Snapdragon 895+ გადაწყვეტილება. ამ ჩიპის გამოშვება, არსებული ინფორმაციის თანახმად, დაევალება კომპანია TSMC-. 

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Snapdragon 895 პლატფორმაზე დაფუძნებულ სმარტფონს ამზადებს Lenovo. მოწყობილობის დებიუტი შეიძლება მიმდინარე წლის ბოლო დღეებში შედგეს, მაგრამ გაყიდვები, სავარაუდოდ, 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.