Magdalena Posted July 7, 2021 Posted July 7, 2021 ინტერნეტ-წყაროები გვაცნობებენ, რომ მალე კომპანია Xiaomi-ს ასორტიმენტში შესაძლოა გამოჩნდეს პირველი კომერციული სმარტფონები, რომელთაც 200 ვატი სიმძლავრის ულტრასწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა ექნებათ. მიმდინარე წლის მაისში Xiaomi-მ წარადგინა დამუხტვის ტექნოლოგია HyperCharge. იგი გვთავაზობს 200 ვატი სიმძლავრის დამუხტვას სადენიან რეჟიმში და 120-ვატიანს - უსადენოში. პირველ შემთხვევაში 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 2-დან 100%-მდე შესაძლებელია დაიმუხტოს სულ რაღაც რვა წუთში, მეორე შემთხვევაში კი - 15 წუთში. ამასთან, უზრუნველყოფილია ბატარეის უსაფრთხოებისა და გამძლეობის მაღალი დონე. ბატარეის მოცულობა 80%-ზე ნარჩუნდება დამუხტვის 800 ციკლის შემდეგ, რაც საწარმოო სტანდარტს აღემატება. ამჟამად ცნობილი ხდება, რომ ჩინურმა კომპანია NuVolta Technologies-მა წარადგინა სმარტფონების დამუხტვის სისტემებისთვის განკუთვნილი მოწინავე ჩიპი NU2205. მის მიერ მხარდაჭერილია 100 ვატამდე დამუხტვის სიმძლავრე ერთკომპონენტიან ბატარეაზე. ორმოდულიანი ბატარეის შემთხვევაში სიმძლავრე 200 ვატს აღწევს. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ეს ჩიპი შესაძლოა Xiaomi-ს აღჭურვილობაში მოხვდეს. თავად სმარტფონების მწარმოებელ კომპანიას ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. https://bit.ly/3hfcNNL
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now