Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კანადურმა საავტომობილო კომპანია Daymak-მა განაცხადა, რომ მის ელექტრომობილ Daymak Spiritus-ის პირველმა პროტოტიპმა დაიწყო Bitcoin-ის, Ethereum-ს, Dogecoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების სატესტო მოპოვება. 

Spiritus-ს აქვს გრაფიკული პროცესორი, რომელიც აამოქმედებს მაინინგის პროცესს დამუხტვისას ან პარკირებისას. მოგება გადადის ჩაშენებულ საფულე Nebula Wallet-ში. 

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3dPpAET 

ვიდეოს თანახმად ელექტრომობილის ჰეშრეითი 181 MH/s-ს აღემატება. მოხმარებადი ენერგი 487 ვატია. ყოველდღიური მოგება შეფასდა 14.95 აშშ დოლარის დონეზე. 

კომპანია გეგმავს დააპატენტოს ტექნოლოგია, რომელიც Daymak Nebula-ს უდევს საფუძვლად და იგი სხვა საავტომობილო ბრენდებს შესთავაზოს. 

Spiritus გაყიდვაში 2023 წელს გამოვა. წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია 18495 აშშ დოლარად.  

მაინინგის ფუნქციის მქონე სამსაბურავიანი ელექტრომობილის გამოშვების შესახებ Daymak-მა ივნისის დასაწყისში განაცხადა. წინასწარი შეკვეთებიდან დაფიქსირებული ჯამური თანხა 350 მლნ აშშ დოლარს აღწევს.  

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე Bitcoin-ით, Ethereum-ით, Dogecoin-ითა და Cardano-თი. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.