Jump to content

Recommended Posts

Posted

ბარსელონაში გამართულ მობილური ტექნოლოგიების ღონისძიება MWC 2021-ზე კომპანია Samsung-მა დააანონსა One UI Watch - პროგრამული პლატფორმა თან სატარებელი მოწყობილობებისთვის. ეს ოპერაციული სისტემა Samsung-მა შექმენა Google-თან ერთად, იგი დამყარებულია Wear OS-ის ბაზაზე და ჩაანაცვლებს Tizen-ს. 

image.jpeg 

პლატფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა წვდომა Google Play-ში არსებულ აპლიკაციებზე. დეველოპერები აცხადებენ, რომ სმარტფონში დაინსტალირებული ყველა პროგრამა ავტომატურად მოხვდება სმარტ-საათებშიც. არქიტექტორების ჩანაფიქრით, ახალი ინტერფეისი დააკავშირებს სმარტფონს სმარტ-საათებთან ან სხვა თან სატარებელ მოწყობილობებთან. One UI Watch-ის წარმადობა და თავსებადობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა Tizen-თან შედარებით. 

თუ გავაგრძელებთ საუბარს ოპტიმიზაციასა და თავსებადობაზე, One UI Watch გვპირდება მჭიდრო ინტეგრაციას ფიტნესის, ჯანმრთელობის მონიტორინგის, სპორტის, მუსიკის და სხვა სფეროების აპლიკაციებთან. ამ ეტაპზე პროექტდება პროგრამის ინტერფეისების სინქრონიზაცია სმარტფონებსა და სხვა თან სატარებელ მოწყობილობებთან, რაც ლოგიკურია. 

image.jpeg 

კიდევ ერთი ელემენტი, რომლის შესახებ გაჟღერდა ანონსის დროს - ეს გახლავთ ინსტრუმენტები ციფერბლატების შექმნისთვის. Samsung დეველოპერებისთვის წარადგენს გაფართოებულ პაკეტს ამ ელემენტის გარეგნული იერსახისა და პარამეტრების შექმნისთვის. 

One UI Watch-ის ბაზაზე მოქმედი პირველი მოწყობილობა იქნება Samsung Galaxy Watch 4. მოწყობილობის სრულფასოვანი ანონსი და პრეზენტაცია მიმდინარე წლის აგვისტოში შედგება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.