Magdalena Posted July 2, 2021 Posted July 2, 2021 Nasdaq-ზე კოტირებადმა Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა მიიღო ნებართვა, რათა წარადგინოს კრიპტოვალუტების დაცვის სერვისი გერმანიაში. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალური სამმართველოს (BaFin) ვებ-გვერდზე. არსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის გერმანული ქვეგანყოფილება Coinbase Germany GmbH ამგვარი ტიპის ლიცენზიის პირველი მფლობელია. BaFin-ის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი ჯგუფი გააკონტროლებს ციფრული აქტივების შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2020 წლის მარტში ზედამხედველობის ორგანომ მოახდინა ციფრული აქტივების ფინანსურ ინსტრუმენტებად კლასიფიცირება. 2021 წლის აპრილში ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ინსტიტუციურ ფონდებს საშუალებას აძლევს კრიპტოვალუტებში ჩადონ აქტივების 20%-ის ოდენობით ინვესტიცია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ადრე BaFin-მა გააფრთხილა ინვესტორები ტოკენზირებული აქციებით ვაჭრობის დაწყებისას Binance-ის მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონების შესაძლო დარღვევის შესახებ. https://bit.ly/3qEXQI3
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now