Magdalena Posted July 1, 2021 Posted July 1, 2021 ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა ბანკმა Morgan Stanley-მ გახსნა საკუთარი პოზიცია Grayscale Bitcoin Trust-ში (GBTC). SEC-ის ვებ-გვერდის თანახმად, 30 აპრილის მდგომარეობით, Morgan Stanley Europe Opportunity Fund ფლობდა GBTC-ის 28289 აქციას, რომელთა ღირებულება 1.3 მილიონი აშშ დოლარია. მიმდინარე წლის მარტში CNBC-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ Morgan Stanley გეგმავდა მინიმუმ 2 მლნ აშშ დოლარის კაპიტალის მქონე აკრედიტებული ინვესტორებისთვის გაეხსნა წვდომა Bitcoin-ფონდებზე. ერთი თვის შემდეგ ამერიკულმა ბანკმა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისთვის გაგზავნილ განცხადებაში არ გამორიცხა პირველი კრიპტოვალუტის დერივატების დამატება საკუთარ 12 ფონდში. ივნისში New York Digital Investment Group-ისა და FS Investments-ის აქტივების მმართველებმა განცხადება შეიტანეს SEC-ში Morgan Stanley-ს მომხმარებლებისთვის განკუთვნილი Bitcoin-ფონდის რეგისტრაციის შესახებ. https://bit.ly/2T8EVt1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.