Magdalena Posted June 30, 2021 Posted June 30, 2021 კომპანია Lenovo-მ დააანონსა პრემიალური დონის პლანშეტი Yoga Tab 13, რომლის გაყიდვა მომდევნო თვიდან დაიწყება. მოწყობილობა ფუნქციონირებს ოპერაციულ სისტემა Android 11-ის მართვის ქვეშ. გაჯეტში მოცემულია პროცესორი Qualcomm Snapdragon 870. ჩიპში გაერთიანებულია რვა Kryo 585 ბირთვი 3.2 გჰც-მდე სიხშირით და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 650. LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 გბ-ს შეადგენს. პლანშეტი წარმოდგენილია 13-დუიმიანი დისპლეით, რომლის გაფართოებაა 2160 × 1350 პიქსელი, სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 კდ/მ2 და ფლობს 100-პროცენტიან sRGB ფერთა გამას. მხარდაჭერილია ტექნოლოგია Dolby Vision. ხელმისაწვდომია HDMI ინტერფეისი, რაც გეიმერებს საშუალებას მისცემს გაჯეტი გამოიყენონ ლეპტოპის დამატებითი დისპლეის სახით. მოწყობილობას აქვს Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, 8-მეგაპიქსელიანი კამერა, 128/256 მოცულობის ფლეშ-მეხსიერება და JBL-ის აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით. გათვალისწინებულია მოძრავი სადგამი. მოწყობილობის ზომებია 293.35 × 203.98 × 6.2-24.9 მმ, წონა - 830 გრამი. ბატარეის მოცულობა შეადგენს 10000 მა/სთ-ს, ერთ დამუხტვაზე გაჯეტის ავტონომიური მუშაობის დრო ვიდეოკონტენტის ყურებისას 12 საათს აღწევს. ახალი პლანშეტის საორიენტაციო ფასი 680 აშშ დოლარიდან იწყება. https://bit.ly/3h0YigB Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.