Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროებმა გამოავლინეს ახალი დეტალები ფლაგმანურ სმარტფონ Mi MIX 4-ის შესახებ, რომელსაც ჩინური კომპანია Xiaomi სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს დააანონსებს. სიახლის დებიუტი შეიძლება მომდევნო კვარტალში შედგეს. 

image.jpeg 

Xiaomi Mi Mix 4-ის კონცეპტ-რენდერები. წყარო: MyDrivers 

ცნობილია, რომ მოწყობილობა აღჭურვილი იქნება ორკომპონენტიანი ბატარეით: მოდულების საერთო სიმძლავრე შეადგენს დაახლოებით 5000 მა/სთ-ს. მხარდაჭერილი იქნება 120-ვატიანი სუპერსწრაფი სადენიანი და 80-ვატიანი სწრაფი უსადენო დამუხტვა. 

გავრცელებული ცნობების თანახმად სმარტფონს ექნება სპეციალურად შემუშავებული დისპლეი ჭრილის გარეშე. ფრონტალური კამერა განთავსდება ეკრანის ქვეშ, რაც საშუალებას იძლევა სმარტფონს ჰქონდეს სრულიად უჩარჩოო დიზაინი. 

ამჟამად არსებული ცნობებით, მოწყობილობას ექნება მძლავრი პროცესორი Qualcomm Snapdragon 888 Pro, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ არის წარდგენილი. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android საფირმო MIUI 13-თან ერთად. 

image.jpeg 

სმარტფონი შეძლებს 5G მობილურ ქსელში მუშაობას. მრავალმოდულიანი უკანა კამერის შემადგენლობაში შევა 108-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორი. 

ინტერნეტ-წყაროები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე Xiaomi დააანონსებს დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონს. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.