Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

AMD-ს გამოსახულების მასშტაბირებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგია FidelityFX Super Resolution ხელმისაწვდომი გახდა მომხმარებლებისთვის. კომპანიამ განაცხადა, რომ ტექნოლოგია თავსებადია საკუთარ გრაფიკასა და NVIDIA-ს ამაჩქარებლების უმეტესობასთან. Intel-ის ვიდეო დაფებთან FSR-ის მუშაობის შესახებ არაფერი თქმულა, თუმცა ენთუზიასტებმა პირადად გადაწყვიტეს თავსებადობის შემოწმება. 

Twitter-ზე მუშაობის მონიტორინგისა და ანალიზის პოპულარულ ინსტრუმენტ CapFrameX-ის დეველოპერებმა გამოაქვეყნეს Intel Core i9-11900K-ში ინტეგრირებული გრაფიკის ტესტირების შედეგი, ჩართული FSR-ით. როგორც აღმოჩნდა, ეს ტექნოლოგია მუშაობს Xe  არქიტექტურის მქონე UHD 750-ზე და ზრდის კადრის სიჩქარის საშუალო წარმადობას დაახლოებით ერთნახევარჯერ. ამასთან, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ უმჯობესია არაფერი იკითხოთ გამოსახულების ხარისხზე. 

image.jpeg 

Terminator Resistance-ში 1080p გაფართოებასა და დაბალ პარამეტრებზე FSR-ის ჩართვამ საშუალო FSP გაზარდა 26-დან 40-მდე, თანაც „საკმაოდ მომთხოვ სცენაში“. მდგომარეობა 30%-ით გაუმჯობესდა იშვიათ და ძალიან იშვიათ მოვლენებში. 

Intel-ის გრაფიკის მთავარი არქიტექტორი რაჯა კოდური ადრე გამოხატავდა დაინტერესებულობას FSR ტექნოლოგიის მხარდაჭერაში. დიდი ალბათობით Intel-ის ვიდეო დაფები იმუშავებს ხსენებული ტექნოლოგიით. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.