Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Sotheby’s აუქციონი გასაყიდად გამოიტანს კოდის 9555 სტრიქონს, რომლებიც საფუძვლად უდევს მსოფლიო ინტერნეტს - აცხადებს Bloomberg. 

ლოტი დაკავშირებულია NFT-სთან, რაც ადასტურებს მის ნამდვილობას და უნიკალურ საკუთრებას. აუქციონში გამარჯვებული მიიღებს კოდის ავტორის, ბრიტანელი მეცნიერის, ტიმ ბერნერს-ლის წერილს, რომელშიც ის საუბრობს კოდის შექმნის პროცესზე, ასევე 30-წუთიან ვიდეოს ამ მოვლენის ვიზუალიზაციით. 

1980-იანი წლების ბოლოს CERN-ის სამეცნიერო ლაბორატორიაში ყოფნის დროს ბერნერს-ლის მიერ შემოთავაზებულ იქნა ინფორმაციის მართვის სისტემა, რომელიც მისმა უფროსმა აღწერა, როგორც "ბუნდოვანი, მაგრამ ჩამთრევი". 

შემდგომში მეცნიერმა დაწერა სამი ენისა და პროტოკოლების რეალიზაცია, რომლებიც შეადგენენ აუქციონზე გამოტანილი 9555 სტრიქონის დიდ ნაწილს. მათში ასევე მოცემულია კოდები HTML-ის, HTTP-სა და URI-სთვის. 

მსოფლიო ქსელის შექმნის თარიღად ითვლება 1989 წელი, მაგრამ სინამდვილეში ფაილების კოდი დაიწერა 1990-1991 წლებში. 

მიმდინარე წლის აპრილში ტიმ ბერნერს-ლი პირადად დაუკავშირდა Sotheby’s-ს კოდის აუქციონზე გაყიდვის იდეით. 

”NFT, იქნება ეს ხელოვნების ნიმუში თუ მსგავსი ციფრული არტეფაქტები, წარმოადგენს ამ სფეროში შექმნილ უახლეს ქმნილებებს და საკუთრების ყველაზე შესაფერისი საშუალებაა. ეს არის შესანიშნავი გზა ინტერნეტის წარმოშობის შესაფუთად ”, - წერს იგი. 

აუქციონი ჩატარდება 23-დან 30 ივნისამდე პერიოდში. ლოტის საწყისი ფასი 1000 აშშ დოლარს შეადგენს. 

გაყიდვიდან მიღებული თანხა ბერნერს-ლისა და მისი მეუღლის, როზმარი ლეითის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივებს მოხმარდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.