Jump to content

Recommended Posts

Posted

დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების სააგენტო (The Competition and Markets Authority, CMA) შეისწავლის Apple-ისა და Google-ის საქმიანობას მობილური სისტემების ბაზარზე. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ iOS-ისა და Android-ის დუოპოლიამ შეიძლება მომხმარებლები დააზარალოს ბევრ სფეროში. 

image.jpeg 

ხელისუფლება შეშფოთებულია ორი კომპანიის მიერ ბაზრის კონტროლით. მათი აზრით ამჟამინდელმა დუოპოლიამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მთელ რიგ სხვა სფეროებზე, მაგალითად, აპლიკაციების შემუშავებაზე. მარეგულირებელი ასევე თვლის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ინოვაციების შემცირება სექტორში. 

ინიციატივა CMA-ს უფრო ფართო პროგრამის ნაწილია ციფრული ბაზრის რეგულირების ახალი რეჟიმის შესაქმნელად. როგორც მარეგულირებლის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ორგანიზაცია გამოიყენებს მაქსიმალურ უფლებამოსილებებს ამ სფეროებში კონკურენციის შესასწავლად და დასაცავად. 

”დიდ ტექნოლოგიების სფეროში ჩვენმა მუშაობამ უკვე გამოავლინა ზოგიერთი შემაშფოთებელი ტენდენცია და ჩვენ ვიცით, რომ ამას შეუძლია მომხმარებლებსა და ბიზნესს ზიანი მიაყენოს. ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ კვლევის დაწყებას, რათა გამოვიყენოთ შედეგები ციფრული ბაზრების ახალი განყოფილების შესაქმნელად და სამომავლო გეგმების შესადგენად. ”- განაცხადა CMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Andrea Coscelli-მ. 

ეს გახლავთ Apple-ისა და Google-ის წინააღმდეგ მეორე ამგვარი ინიციატივა. რამდენიმე დღით ადრე Japan Times იტყობინებოდა, რომ მსგავსი კვლევა იაპონიაში დაიწყება ერთი თვის განმავლობაში. სავარაუდოდ, შეიძლება გამკაცრდეს ანტიმონოპოლური კანონი. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.