Magdalena Posted June 17, 2021 Posted June 17, 2021 ბიზნეს-ანალიტიკის სფეროში სპეციალიზებული კომპანია MicroStrategy ფლობს მსოფლიოს ყველა კომპანიას შორის ყველაზე მეტი რაოდენობის Bitcoin-ს. ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ მან მიიღო თითქმის 500 მლნ აშშ დოლარი ობლიგაციების გაყიდვიდან, რათა ამ თანხის ინვესტირება კრიპტოვალუტაში განახორციელოს. ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ ინვესტორები კვლავ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი Bitcoin-ის მომავლის მიმართ კურსის ძლიერი შემცირების მიუხედავად. MicroStrategy-მ განაცხადა, რომ ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულმა წმინდა შემოსავალმა დაახლოებით 488 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მთელი ეს თანხა Bitcoin-ის შეძენისთვის იქნება გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ჯამში 1.5 მლრდ აშშ დოლარის შემოთავაზებები მიიღო. და ეს იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე თვეში Bitcoin-ის ფასი 31500 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც აპრილში არსებულ ფასზე ორჯერ ნაკლებია. თითქმის ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ MicroStrategy-ს აქციების ფასი თითქმის 15%-ით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან მოყოლებული მათი ღირებულება 40%-ით არის მომატებული. ამჟამად კომპანიის კუთვნილებაშია 92079 Bitcoin-ი ჯამური ღირებულებით - 3.8 მლრდ აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ Bitcoin-ის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა ორშაბათს დილით მას შემდეგ, რაც კვირას Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla განაახლებს კრიპტოვალუტის მიღებას, როგორც კი მაინინგის ნახევარი შესრულდება მწვანე ენერგიის გამოყენებით. შეგახსენებთ, რომ Tesla-მ შეწყვიტა ინვესტიცია Bitcoin-ში გარემოზე მაინინგის მავნე ზიანის გამო, რის შედეგადაც კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად დაეცა. https://bit.ly/3zr6fTj Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.