Jump to content

Recommended Posts

Posted

ბიზნეს-ანალიტიკის სფეროში სპეციალიზებული კომპანია MicroStrategy ფლობს მსოფლიოს ყველა კომპანიას შორის ყველაზე მეტი რაოდენობის Bitcoin-ს. ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ მან მიიღო თითქმის 500 მლნ აშშ დოლარი ობლიგაციების გაყიდვიდან, რათა ამ თანხის ინვესტირება კრიპტოვალუტაში განახორციელოს. ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ ინვესტორები კვლავ ოპტიმისტურად არიან განწყობილ Bitcoin-ის მომავლის მიმართ კურსის ძლიერი შემცირების მიუხედავად. 

image.jpeg 

MicroStrategy-მ განაცხადა, რომ ობლიგაციების გაყიდვიდან მიებულმა წმინდა შემოსავალმა დაახლოებით 488 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მელი ეს თანხა Bitcoin-ის შეძენისთვის იქნება გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ჯამში 1.5 მლრდ აშშ დოლარის შემოთავაზებები მიიღო. და ეს იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე თვეში Bitcoin-ის ფასი 31500 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც აპრილში არსებულ ფასზე ორჯერ ნაკლებია. 

თითქმის ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ MicroStrategy-ს აქციების ფასი თითქმის 15%-ით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან მოყოლებული მათი ღირებულება 40%-ით არის მომატებული. ამჟამად კომპანიის კუთვნილებაშია 92079 Bitcoin-ი ჯამური ღირებულებით - 3.8 მლრდ აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ Bitcoin-ის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა ორშაბათს დილით მას შემდეგ, რაც კვირას Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla განაახლებს კრიპტოვალუტის მიღებას, როგორც კი მაინინგის ნახევარი შესრულდება მწვანე ენერგიის გამოყენებით. შეგახსენებთ, რომ Tesla-მ შეწყვიტა ინვესტიცია Bitcoin-ში გარემოზე მაინინგის მავნე ზიანის გამო, რის შედეგადაც კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად დაეცა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.