Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

დანია ცვლილებებს შეიტანს საგადასახადო კოდექსში, რათა კორექტურლად აისახოს რეზიდენტების კრიპტო-ოპერაციები. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ქვეყნის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელმა Morten Bødskov-მა. 

ამჟამად არსებული წესები იწვევს შეცდომებს საგადასახადო ბაზის გაანგარიშებისას და ზრდის საგადასახადო თაღლითობის რისკს. 

მიმდინარე დროისთვის ციფრული აქტივების ვაჭრობით სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებების გაანგარიშება ხორციელდება 1922 წელს დამტკიცებული „სახელმწიფო გადასახადის შესახებ“ მიღებული კანონის საფუძველზე. 

დეპარტამენტმა გამოავლინა 16 ათასამდე ადამიანი და კომპანია, რომლებმაც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ტრანზაქციები განახორციელეს 2015 წლიდან 2019 წლამდე. მათი ორი მესამედი არასწორად ასახავდა ინფორმაციას საგადასახადო დეკლარაციებში. 

ცვლილებებს შეიმუშავებს საგადასახადო სამართლის საბჭო, რომელსაც დამოუკიდებელი სტატუსი გააჩნია. 2023 წლისთვის ორგანიზაცია წარადგენს საჭირო ცვლილებების პროექტს. 

საბჭომ გამოხატა შეშფოთება კრიპტო-ოპერაციების შემოსავლების პოტენციური დამალვის გამო. ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად კრიპტოვალუტების სერვისების პროვაიდერებს ამჟამად არ აქვთ ვალდებულება მარეგულირებლის წინაშე ანგარიში წარადგინონ. 

პარალელურად, ავსტრალიის საგადასახადო სამსახურმა გამოავლინა 100000 გადამხდელის ციფრული აქტივების ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის არასრული ასახვის შემთხვევები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.