Jump to content

Recommended Posts

Posted

Bitcoin- გახდა ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი აქტივი ჰეჯ-ფონდების ტოპ მენეჯერებსა და სტრუქტურებში, რომლებიც მხოლოდ გრძელ პოზიციებს იკავებენ. ამის დასტურია Goldman Sachs-ის გამოკითხვის მონაცემები, იუწყება Bloomberg. 

„ჩვენ ჩავატარეთ ორი სხდომა გრძელვადიან სტრატეგიებზე ორიენტირებული სხვადასხვა სტრუქტურისა და ჰეჯ-ფონდის ინვესტიციების 25 დირექტორის მონაწილეობით. ისინი უპირატესობას ანიჭებენ მზარდ აქტივებს, ხოლო ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი ინსტრუმენტი Bitcoin-ია“ - აცხადებს Goldman Sachs-ის სტრატეგი ტიმოთი მო. 

image.png 

ყველაზე მეტად და ნაკლებად მიმზიდველი ინვესტიციები CIO-ებს შორის. წყარო: Goldman Sachs, Bloomberg. 

ზრდაზე ორიენტირებული კაპიტალის პარალელურად, რომელაც გამოკიხულთა 50%-ზე მეტი იყენებს, CIO-ები უპირატესობას ანიჭებენ ღირებულების (Value) ინვესტიციებ (30%) და ნედლეულ საქონელს  (10%).  

გამოკითხულთა 35% პირველ კრიპტოვალუტას ასახელებს, როგორც ინვესტიციის ყველაზე ნაკლებად მიმზიდველ აქტივს. ანტირეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ინვესტიციებმა ახალ IPO-ში (25%), მესამე ადგილი - განაკვეთზე მგრძნობიარე აქტივებმა (20%). 

Bank of America-ს მიერ მაისის გამოკითხვამ აჩვენა, რომ Bitcoin-ში გრძელვადიანი პოზიცია ტრეიდერებს შორის ყველაზე პოპულარულია. იანვარში ანალოგიური კვლევისას ციფრული ოქროს შესყიდვებმა გაუსწრო ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ლონგს. 

ჟურნალისტ კოლინ ვუს თქმით კურსის მიმდინარე შემცირების შემდეგ 2021 წლის დასაწყისიდან პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტიციის მომგებიანობამ მხოლოდ 14% შეადგინა, რაც ნაკლებია Bloomberg-ის სასაქონლო ინდექსის მაჩვენებელზე (Bloomberg Commodity Spot Index). 

image.png 

შეგახსენებთ, რომ Goldman Sachs-მა კრიპტოვალუტები აღიარა, როგორც აქტივების ახალი კლასი. ბანკის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Bitcoin-ი ყოველთვის აღწევს ახალ მაქსიმუმებს კურსის დიდი ვარდნების მიუხედავად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.