X-treme user Posted March 28, 2011 Posted March 28, 2011 EK WaterBlocks-მა გამოუშვა წყლის ბლოკების ორი მოდელი - NVIDIA GeForce GTX 590 ვიდეობარათებისათვის. პირველი მათგანია EK-FC590-GTX-Nickel (რომლის ზედა ნაწილიც შესრულებულია გამჭვირვალე აკრილის პლასტიკისაგან) და EK-FC590-GTX-Nickel+Acetal (არაგამჭვირვალე სახურავით). გარდა ზედა ელემენტის მასალისა, ისინი სრულიად იდენტურნი არიან. ზედაპირი დამზადებულია სპილენძისაგან და ნიკელირებულია - დაჟანგვის ასაცილებლად. ის ადგილები, რომლებიც ებჯინება GPU-ს, ტალღისებური კონსტრუქციისაა, ხოლო ძაბვის რეგულატორის შესაბამისი არეალებში კი ფორმირებულია წნევის გაზრდის არხები. რაც შეეხება აღნიშნული წყლის ბლოკების ზომებს, ისინი თითქმის შეესაბამებიან ბეჭდურ პლატებს. იმისათვის, რომ მათ არ მიეღოთ ფიგურული ფორმა, ამისათვის, მაღალი კონდენსატორების ქვეშ, დატანებულია ღრმულები. EK-FC590-GTX-Nickel-ის ღირებულება შეადგენს 125, ხოლო EK-FC590-GTX-Nickel+Acetal-ს კი 130 ევროს. 6 Quote
CORTEX Posted March 31, 2011 Posted March 31, 2011 :D მთელი ჯინვალისწყალსაცავი ჭირდება მემგონი მაგ ბლოკს მაგარია 590ს თუ ვერ ვიყიდი მაგას მაინც ვიყიდი :D Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.