Magdalena Posted June 8, 2021 Posted June 8, 2021 აგვისტოდან Google კრიპტო საფულეების წარმდგენ კომპანიებს და ბირჟებს უფლებას მისცემს მის პლატფორმებზე რეკლამები განათავსონ. შეგახსენებთ, 2018 წელს Google-მა აკრძალა კრიპტოვალუტებისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების რეკლამირება Facebook-ის მხრიდან ანალოგიური ქმედების შემდეგ. 3 აგვისტოდან Google საშუალებას მისცემს კრიპტო ბირჟებსა და სერვისებს დადასტურების შემთხვევაში რეკლამები აჩვენონ YouTube-სა და კომპანიის სხვა რესურსებზე. აუდიტის ფარგლებში კომპანია გაარკვევს, შეესაბამება თუ არა რეკლამირებისთვის შეთავაზებული სერვისი FinCEN-ის, ამერიკის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს წესებსა და მოთხოვნებს. ასევე შემოწმდება რეგისტრაცია ფედერალურ დონეზე შეერთებულ შტატებში ან ცალკეულ შტატში. ჯამში, Google აღნიშნავს, რომ მის პროდუქტებში რეკლამირებისთვის კრიპტო კომპანიები უნდა შეესაბამებოდნენ აშშ-ის საკანონმდებლო მოთხოვნებს, მათ შორის ადგილობრივ იურიდიულ მოთხოვნებს. ასევე დაცული უნდა იყოს Google Ads-ის მითითებები. კრიპტო საფულეებსა და ბირჟებზე რეკლამირების აკრძალვის მოხსნის მიუხედავად Google კვლავ არ დაუშვებს კრიპტოვალუტების საწყისი შემოთავაზების (ICO) სერვისების რეკლამირებას. https://bit.ly/3vIorpk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.