Jump to content

Recommended Posts

Posted

აგვისტოდან Google კრიპტო საფულეების წარმდგენ კომპანიებს და ბირჟებს უფლებას მისცემს მის პლატფორმებზე რეკლამები განათავსონ. შეგახსენებთ, 2018 წელს Google-მა აკრძალა კრიპტოვალუტებისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების რეკლამირება Facebook-ის მხრიდან ანალოგიური ქმედების შემდეგ. 

 34545.jpg

3 აგვისტოდან Google საშუალებას მისცემს კრიპტო ბირჟებსა და სერვისებს დადასტურების შემთხვევაში რეკლამები აჩვენონ YouTube-სა და კომპანიის სხვა რესურსებზე. აუდიტის ფარგლებში კომპანია გაარკვევს, შეესაბამება თუ არა რეკლამირებისთვის შეთავაზებული სერვისი FinCEN-ის, ამერიკის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს წესებსა და მოთხოვნებს. ასევე შემოწმდება რეგისტრაცია ფედერალურ დონეზე შეერთებულ შტატებში ან ცალკეულ შტატში. 

ჯამში, Google აღნიშნავს, რომ მის პროდუქტებში რეკლამირებისთვის კრიპტო კომპანიები უნდა შეესაბამებოდნენ აშშ-ის საკანონმდებლო მოთხოვნებს, მათ შორის ადგილობრივ იურიდიულ მოთხოვნებს. ასევე დაცული უნდა იყოს Google Ads-ის მითითებები. 

კრიპტო საფულეებსა და ბირჟებზე რეკლამირების აკრძალვის მოხსნის მიუხედავად Google კვლავ არ დაუშვებს კრიპტოვალუტების საწყისი შემოთავაზების (ICO) სერვისების რეკლამირებას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.