Jump to content

Recommended Posts

Posted

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სპეციალისტთა ჯგუფმა შექმნა სპეციალური ბოჭკო, რომელსაც შეუძლია ყველა სახის მონაცემების შეგროვება, შენახვა და დამუშავება. მოსალოდნელია, რომ ის გამოყენებულ იქნება ახალი თაობის ქსოვილების შესაქმნელად - მათი პროგრამირების შესაძლებლობით. 

image.jpeg 

წყარო:news.mit.edu 

კვლევის ერთ-ერთი მთავარი ავტორის, იოელ ფინკის (Yoel Fink) თქმით, "ციფრული" ბოჭკოები აფართოებს ქსოვილების შესაძლებლობებს, რაც პოტენციურად საშუალებას იძლევა გამოავლინდეს ადამიანის სხეულის ფარული "ქცევის მოდელები". ამის წყალობით შესაძლებელია ადამიანის აქტივობის მონიტორინგი რეალურ დროში და დაავადებების დიაგნოზი ადრეულ ეტაპებზე. მაგრამ ეს არ იქნება ტექნოლოგიის გამოყენების ერთადერთი სფერო. 

ფინკისა და მისი კოლეგების განცხადებით, ელექტრონული ბოჭკო ადრეც შეიქმნა, მაგრამ იგი "ანალოგური" იყო, ფაქტიურად ინახავდა ელექტრულ სიგნალს. ამჯერად ბოჭკოებს შეუძლია შეინახონ ინფორმაცია ნულის და ერთეულის სახით, რაც თანამედროვე ციფრული ეპოქისთვის ტრადიციულია. 

ბოჭკო შეიცავს ათეულობით მეტრი სიგრძის ერთ პოლიმერულ ძაფში გაერთიანებულ ასობით კვადრატულ მიკროჩიპს. თავად ძაფი მარტივად გაივლის ნემსში, მისგან დამზადებული ქსოვილი მინიმუმ ათ გარეცხვას გაუძლებს სასარგებლო თვისებების კარგვის გარეშე. ამასთან, მისი ჩვეულებრივი ქსოვილისგან გარჩევა შეუძლებელია. უფრო მეტიც, მეცნიერებმა იპოვეს მეთოდი, რომ გააქტიურდეს ნებისმიერი ფარული ჩიპი სხვების მოქმედებაში მოსვლის გარეშე. 

დამატებით, ბოჭკოს შეუძლია ნებისმიერი ციფრული კონტენტის შენახვა - უკვე მოხერხდა მუსიკისა და მოკლე ვიდეორგოლების ჩაწერა, რომელთა შენახვა შესაძლებელია ბოჭკოების მეხსიერებაში ორი თვის განმავლობაში ელექტროკვების გარეშე. 

ტექნოლოგია გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ჩიპები ფაქტიურად ერთიანდება საერთო ნეიროქსელში, რომელსაც მეცნიერები იყენებენ სხეულის ტემპერატურის მონაცემების ჩასაწერად. ბოლო ანალიზმა 96%-იანი სიზუსტით განსაზღვრა, რით იყო დაკავებული ჭკვიან სამოსში ჩაცმული ადამიანი. მთელი სხეულის ინფორმაცია გამოყენებული იქნება მანქანური სწავლებისთვის. MIT-ში მიიჩნევენ, რომ ჭკვიანი ბოჭკო შეძლებს იგრძნოს საფრთე და დროულად გააფრთხილოს მფლობელი, მაგალითად, ფილტვების პრობლემების ან არითმიის შესახებ.  

ბოჭკოს აკონტროლებს პატარა გარე მოწყობილობა, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი იქნება შესაბამისი მიკროკონტროლერის პირდაპირ ძაფში ჩანერგვა. 

აღსანიშნავია, რომ კვლევას უკვე მიზნობრივი გამოყენებითი ღირებულება აქვს. მას მხარს უჭერს ერთდროულად აშშ-ის რამდენიმე სამხედრო დეპარტამენტი. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.