X-treme user Posted March 28, 2011 Posted March 28, 2011 გამაგრილებელი წყლის ბლოკების მწარმოებლებმა, Radeon HD 6990-ის გამოსვლასთან ერთად, აქტიურად დაიწყეს შესაბამისი პროდუქტების წარმოებაც. კომპანია Koolance-მა წარმოადგინა Koolance VID-AR699, რომლის შეკვეთაც უკვე შესაძლებელია საფირმო ინტერნეტ-მაღაზიაში - 160$-ად. მისი ზედაპირი დამზადებულია ნიკელირებული სპილენძისაგან და შედგება სამი ნაწილისაგან. Koolance-ი ირწმუნება, რომ ის თავსებადი იქნება მხოლოდ აღნიშნული ვიდეობარათის ეტალონურ ვერსიასთან. შიდა მხარეს, უშუალოდ ვიდეოჩიპების თავზე, არსებობს 0,5 მმ სისქის მიკროარხების სისტემაც. ამ ნაწარმის ზომები შეადგენს 257 х 122 х 20 მმ-ს, ხოლო წონა კი 1 კგ-ს. კომპანია ასევე გამოსაშვებად ამზადებს წყლის ბლოკ VID-NX590-საც - GeForce GTX 590-სათვის, რომელიც მარტის ბოლო დღეს გამოჩნდება. წყარო 5 Quote
მიშა Posted March 28, 2011 Posted March 28, 2011 ეგეც ერთ-ერთი ლიდერია ბლოკების წარმოებაში. ფასიც ნორმალურია. Quote
გიაჩხეო Posted March 28, 2011 Posted March 28, 2011 very very kool! პიდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.მადლობა ინფორმაციისთვის Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.