Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Qualcomm ახდენს პროცესორ Snapdragon 888+-ის ტესტირებას: ეს ჩიპი იქნება 2021 წლის ფლაგმანურ მობილურ ჩიპ Snapdragon 888-ის გაუმჯობესებული ვერსია. 

image.jpeg 

მოკლედ გავიხსენოთ Snapdragon 888-ის ძირითადი მახასიათებლები. ესენია მძლავრი ბირთვი Cortex-X1 სიხშირით 2.84 გჰც-მდე, სამი მაღალი წარმადობის ბირთვი Cortex-A78 და ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A55. პროცესორის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 660 და მოდემი Snapdragon X60 5G მონაცემთა გადაცემის სიჩქარით - 7.5 გბ/წმ-მდე. 

ხალი ჩიპი Snapdragon 888+ დაფიქსირდა პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench-ზე. იგი წინამორბედისგან გამოირჩევა გაზრდილი ტაქტის სიხშირეებით. კერძოდ, საუბარია 3 გჰც-ზე, თუმცა კომერციული ვერსია შესაძლოა კიდევ უფრო სწრაფი აღმოჩნდეს. 

image.jpeg 

მზადებაში არსებული პროცესორი გამოიცადა 6 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე სმარტფონში, რაც შედარებით მცირეა ამჟამინდელ ფლაგმანებთან შედარებით. მოწყობილობამ ერთბირთვიან ტესტში დააგროვა 1171 ქულა, მრავალბირთვიანში - 3704 ქულა. 

Snapdragon 888+ პლატფორმაზე დამყარებული პირველი კომერციული მოწყობილობები, როგორც ჩანს, გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში. კერძოდ, არსებობს არაოფიციალური ცნობები, რომ ამგვარ სმარტფონს ამზადებს ბრენდი Honor. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.