Magdalena Posted June 1, 2021 Posted June 1, 2021 ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Qualcomm ახდენს პროცესორ Snapdragon 888+-ის ტესტირებას: ეს ჩიპი იქნება 2021 წლის ფლაგმანურ მობილურ ჩიპ Snapdragon 888-ის გაუმჯობესებული ვერსია. მოკლედ გავიხსენოთ Snapdragon 888-ის ძირითადი მახასიათებლები. ესენია მძლავრი ბირთვი Cortex-X1 სიხშირით 2.84 გჰც-მდე, სამი მაღალი წარმადობის ბირთვი Cortex-A78 და ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A55. პროცესორის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 660 და მოდემი Snapdragon X60 5G მონაცემთა გადაცემის სიჩქარით - 7.5 გბ/წმ-მდე. ახალი ჩიპი Snapdragon 888+ დაფიქსირდა პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench-ზე. იგი წინამორბედისგან გამოირჩევა გაზრდილი ტაქტის სიხშირეებით. კერძოდ, საუბარია 3 გჰც-ზე, თუმცა კომერციული ვერსია შესაძლოა კიდევ უფრო სწრაფი აღმოჩნდეს. მზადებაში არსებული პროცესორი გამოიცადა 6 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე სმარტფონში, რაც შედარებით მცირეა ამჟამინდელ ფლაგმანებთან შედარებით. მოწყობილობამ ერთბირთვიან ტესტში დააგროვა 1171 ქულა, მრავალბირთვიანში - 3704 ქულა. Snapdragon 888+ პლატფორმაზე დამყარებული პირველი კომერციული მოწყობილობები, როგორც ჩანს, გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში. კერძოდ, არსებობს არაოფიციალური ცნობები, რომ ამგვარ სმარტფონს ამზადებს ბრენდი Honor. https://bit.ly/3c2eA5M Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.