Magdalena Posted May 31, 2021 Posted May 31, 2021 აშშ-ის ლოურენსისა და ბერკლის სახელობის ენერგეტიკული კვლევების ეროვნულ ცენტრში შედგა საზეიმო ცერემონია, რომელიც მიეძღვნა სუპერკომპიუტერ Perlmutter-ის ოფიციალურ ამოქმედებას. იგი ასევე ცნობილია, როგორც NERSC-9 და შეიქმნა HPE-ის მიერ NVIDIA-სა და AMD-სთან თანამშრომლობით. ეს გახლავთ მსოფლიოში უმძლავრესი ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერი, რომელიც დამყარებულია 6159 ერთეულ NVIDIA A100 ამაჩქარებელსა და დაახლოებით 1500 ცალ AMD EPYC Milan პროცესორზე. მისი მაქსიმალური წარმადობა შერეული სიზუსტის გამოთვლებში 3.8 Eflops-ს შეადგენს და თითქმის 60 Pflops-ს - FP64-გამოთვლებში. Perlmutter ემყარება თხევადი გაგრილების სისტემის მქონე HPE Cray EX პლატფორმას და ინტერკონექტ Slingshot-ს. სისტემის შემადგენლობაში შედის როგორც GPU-ის, ასევე პროცესორის ნოუდები. მონაცემთა შენახვისთვის გამოიყენება 35 პეტაბაიტი მოცულობის ფაილური სისტემა Lustre მონაცემთა გაცვლის 5 ტბ/წმ-ზე მეტი სიჩქარით და მოქმედებს HPE ClusterStor E1000 All-Flash შენახვის სისტემაში. Perlmutter-ის დამონტაჟება ორ ეტაპადაა გაყოფილი. ზემოთხსენებულ პრეზენტაციაზე გამოცხადდა პირველი (Phase 1) ეტაპის დასრულება, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მის ფარგლებში დაყენდა 1.5 ათასი გამომთვლელი ნოუდი, რომელთაგან თითოეულს აქვს ოთხი ამაჩქარებელი NVIDIA A100, ერთი პროცესორი AMD EPYC Milan და 256 გბ მეხსიერება. მეორე ეტაპზე (Phase 2) 2021 წლის ბოლოს დაემატება 3 ათასი CPU-ნოუდი ორი AMD EPYC Milan პროცესორითა და 512 გბ მეხსიერებით. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება წვდომის კიდევ ოცი ნოუდი და ოთხი ნოუდი მეხსიერების დიდი მოცულობით. პირველ ეტაპზე ამოქმედდა მომსახურების ნოუდები, მათ შორის სამომხმარებლო წვდომის 20 ნოუდი, რომლებზეც შესაძლებელია მომზადდეს კონტეინერები აპლიკაციებით სამომავლოდ სუპერკომპიუტერზე გაშვებისთვის. მოწყობილობაში NVDIA HPC SDK-ს დაემატება CCE (Cray Compiling Environment), GCC და LLVM პარალელური პროგრამირების სხვადასხვა ისეთი რესურსის მხარდაჭერისთვის, როგორებიცაა MPI, OpenMP, CUDA და OpenACC C-ისთვის, C ++ და Fortran. ცნობილია, რომ Perlmutter-ისთვის მზადდება ორ ათეულზე მეტი განაცხადი ასტროფიზიკის, კლიმატის ცვლილებისა და სხვა სფეროების პროგნოზირების დარგში. ახალი სისტემის ერთ-ერთი ამოცანა იქნება ხილვადი სამყაროს სამგანზომილებიანი რუკის შექმნა DESI-ს (Dark Energy Spectroscopic Instrument) მონაცემების საფუძველზე. კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც ახალი სუპერკომპიუტერი ჩაერთვება, არის მასალების მეცნიერება, ატომური ურთიერთქმედების შესწავლა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს უფრო ეფექტური ბატარეებისა და ბიოსაწვავის შექმნას. https://bit.ly/3yHC8Xv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.