Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS დამდეგ ზაფხულს დააანონსებს მსოფლიოში პირველ პორტატულ კომპიუტერს Chrome OS-ის ბაზაზე, რომელსაც ექნება 17.3-დუიმიანი დისპლეი. ამჟამად ამგვარი მოწყობილობების უმეტესობა დაკომპლექტებულია არაუმეტს 15.6-დუიმიანი ეკრანებით. 

image.jpeg 

მზადებაში არსებული ლეპტოპი ფიგურირებს დასახელებით CX1700. ცნობილია, რომ მასში გამოყენებული იქნება Full HD ფორმატის პანელი (1920 × 1080 პიქსელი გაფართოება). 

მოწყობილობას პარატულ საფუძვლად დაედება პლატფორმა Intel Jasper Lake. მომხმარებლები არჩევანის გაკეთებას შეძლებენ Celeron N5100 და Pentium Silver N6000 პროცესორების მქონე ვერსიებს შორის. ეს 10-ნანომეტრიანი ჩიპები შეიცავენ 4 ბირთვს და არ გააჩნიათ მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერა. პირველი მათგანის შემთხვევაში ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 1.1-2.8 გჰც, მეორეში - 1.1-3.3 გჰც. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ინტეგრირებული ამაჩქარებელი Intel UHD. 

image.jpeg 

საბაზისო კონფიგურაციას ექნება 4 გბ ოპერატიული და 64 გბ ფლეშ-მეხსიერება. შესაძლოა აგრეთვე გამოვიდეს მოდიფიკაციები სხვა კომპლექტაციებში, მაგალითად, 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით. 

ქრომბუკ ASUS CX1700-ის პრეზენტაცია მოსალოდნელია აგვისტოში. საორიენტაციო ფასი ამჟამად სამწუხაროდ უცნობია. 

  • 1 month later...
  • 3 weeks later...
Posted

@KetiSilagava

არ იფიქროთ, რომ ვერ ვამჩნევთ :) 

თითქმის ყველა პოსტში სხვა კომპანიის პროდუქტების ბმულებს პოსტავთ. მესმის, რომ Overclockers GE-ს კარგი ფეიჯრანკი აქვს და ღირებულია ჩვენგან დალინკვა, მაგრამ უფასო რეკლამა აქ აკრძალულია. უსაფრთხოების სისტემების ტოპიკში დაგილინკეთ რეკლამის პირობები.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.