Magdalena Posted May 27, 2021 Posted May 27, 2021 Huawei-სგან გამოყოფის შემდეგ Honor აღარ ექვემდებარება აშშ-ის სანქციებს. კომპანიამ განაახლა კონტრაქტები სმარტფონების ჩიპსეტების მთავარ მომწოდებლებთან და მომხმარებლები მოუთმენლად ელიან Google-ის სერვისების დაბრუნებას კომპანიის მოწყობილობებში. დიდხანს ლოდინი საჭირო აღარ არის, როგორც ჩანს Honor 50 სერია დაადასტურებს კომპანიის სმარტფონებში Google-ის სერვისების დაბრუნებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ ჭორები და ვარაუდები. Honor-ის სმარტფონებში Google-ის სერვისების დაბრუნება ოფიციალური ცნობაა და მოდის კომპანიის გერმანული ქვეგანყოფილებისგან. Twitter-ის ერთ-ერთ თემაში მომხმარებელმა მათ პირდაპირ ჰკითხა, მიიღებენ თუ არა Snapdragon 778G ჩიპსეტზე მოქმედი კომპანიის სმარტფონები Google-ის სერვისებს, რაზეც გერმანული ქვეგანყოფილების ოფიციალური ექაუნთიდან დადებითად უპასუხეს. ოფიციალური მონაცემების თანახმად Snapdragon 778G ჩიპსეტი წარმოდგენილი იქნება სამომავლო Honor 50-ში, აქედან გამომდინარე, კომპანიის სმარტფონებში Google-ის სერვისების დაბრუნებას მომდევნო თვიდან უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, Honor-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ Honor 50 სერია ივნისში გამოვა. მიიჩნევა, რომ სერიაში შევა სამი სმარტფონი: საბაზისო Honor 50, Honor 50 Pro და Honor 50 Pro+. პირველი აგებული იქნება Qualcomm Snapdragon 778G ჩიპსეტის ბაზაზე, დანარჩენ ორ, უფრო მოწინავე სმარტფონებში კი მომხმარებლები ელიან ფლაგმანურ Snapdragon 888 ჩიპს. ახლახანს გამოქვეყნდა Honor 50 Pro-ს სავარაუდო ფოტოები, რომელზეც ჩანს სამი კამერის უჩვეულო ბლოკი უზარმაზარი მთავარი ობიექტივით: ფოტოზე: Honor 50 სერია - არაოფიციალური, სავარაუდო დიზაინი. https://bit.ly/3fFDf1g Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.