Jump to content

Recommended Posts

Posted

Huawei-სგან გამოყოფის შემდეგ Honor აღარ ექვემდებარება აშშ-ი სანქციებს. კომპანიამ განაახლა კონტრაქტები სმარტფონების ჩიპსეტების მთავარ მომწოდებლებთან და მომხმარებლები მოუთმენლად ელიან Google-ის სერვისების დაბრუნებას კომპანიის მოწყობილობებში. დიდხანს ლოდინი საჭირო აღარ არის, როგორც ჩანს Honor 50 სერია დადასტურებს კომპანიის სმარტფონებში Google-ის სერვისების დაბრუნებას. 

image.jpeg 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ ჭორები და ვარაუდები. Honor-ის სმარტფონებში Google-ის სერვისების დაბრუნება ოფიციალური ცნობაა და მოდის კომპანიის გერმანული ქვეგანყოფილებისგან. Twitter-ის ერთ-ერთ ემაში მომხმარებელმა მათ პირდაპირ ჰკითხა, მიიღებენ თუ არა Snapdragon 778G ჩიპსეტზე მოქმედი კომპანიის სმარტფონები Google-ის სერვისებს, რაზეც გერმანული ქვეგანყოფილების ოფიციალური ექაუნთიდან დადებიად უპასუხეს. ოფიციალური მონაცემების თანახმად Snapdragon 778G ჩიპსეტი წარმოდგენილი იქნება სამომავლო Honor 50-ში, აქედან გამომდინარე, კომპანიის სმარტფონებში Google-ის სერვისების დაბრუნებას მომდევნო თვიდან უნდა ველოდოთ. 

შეგახსენებთ, Honor-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ Honor 50 სერია ივნისში გამოვა. მიიჩნევა, რომ სერიაში შევა სამი სმარტფონი: საბაზისო Honor 50, Honor 50 Pro და Honor 50 Pro+. პირველი აგებული იქნება Qualcomm Snapdragon 778G ჩიპსეტის ბაზაზე, დანარჩენ ორ, უფრო მოწინავე სმარტფონებში კი მომხმარებლები ელიან ფლაგმანურ Snapdragon 888 ჩიპს. ახლახანს გამოქვეყნდა Honor 50 Pro-ს სავარაუდო ფოტოები, რომელზეც ჩანს სამი კამერის უჩვეულო ბლოკი უზარმაზარი მთავარი ობიექტივით: 

image.png 

ფოტოზე: Honor 50 სერია - არაოფიციალური, სავარაუდო დიზაინი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.