Jump to content

Recommended Posts

Posted

შეერთებული შტატების საზოგადოებრივ გზებზე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ავტოპილოტირებადი მანქანების ტესტირება, ცალკეულ შტატებში უკვე ნებადართულია ავტომატური ტაქსების კომერციული ექსპლუატაცია ოპერატორის ან გამომცდელი მძღოლის მეთვალყურეობის ქვეშ. გერმანიაში ამჟამად ავტომატური ავტომობილების პროტოტიპების გამოცდა მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლება მზადაა მომავალი წლიდან დაუშვას მათი კომერციული გამოყენება. 

 image.jpeg

ფოტოს წყარო: Getty Images 

სიახლის შესახებ იუწყება Bloomberg კანონპროექტზე დაყრდნობით, რომელმაც უკვე მიიღო გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის ნებართვა. ქვეყნის ხელისუფლება ნებართვას იძლევა საზოგადოებრივი სარგებლობის გზებზე გამოყენებულ იქნას სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ფლობენ ავტონომიურობას მეოთხე დონის ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ მათში შენარჩუნებული იქნება მართვის სტანდარტული ორგანოები და ადამიანი შეძლებს ნებისმიერ მომენტში ჩაერიოს მართვის პროცესში როგორც მანქანის სალონში ფიზიკურად ყოფნით, აგრეთვე დისტანციური არხებით. 

კანონპროექტის განსაკუთებული მახასიათებელია ამგვარი სატრანსპორტო საშუალებების არეალის შეზღუდვა. მათ უნდა იმოძრაონ მკაცრად განსაზღვრული მარშრუტებით, რაც ეხება როგორც ტვირთის გადაზიდვას, ისე მგზავრების გადაყვანას. რეალურად, გერმანიის ხელისუფლება იძლევა ლოისტიკური ოპერაციების და სამგზავრო ტრანსპორტის მუშაობის ავტომატიზაციის შესაძლებლობას. გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ ეს კანონი ძალაში შესვლამდე უნდა დაამტკიცოს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.