Magdalena Posted May 26, 2021 Posted May 26, 2021 შეერთებული შტატების საზოგადოებრივ გზებზე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ავტოპილოტირებადი მანქანების ტესტირება, ცალკეულ შტატებში უკვე ნებადართულია ავტომატური ტაქსების კომერციული ექსპლუატაცია ოპერატორის ან გამომცდელი მძღოლის მეთვალყურეობის ქვეშ. გერმანიაში ამჟამად ავტომატური ავტომობილების პროტოტიპების გამოცდა მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლება მზადაა მომავალი წლიდან დაუშვას მათი კომერციული გამოყენება. ფოტოს წყარო: Getty Images სიახლის შესახებ იუწყება Bloomberg კანონპროექტზე დაყრდნობით, რომელმაც უკვე მიიღო გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის ნებართვა. ქვეყნის ხელისუფლება ნებართვას იძლევა საზოგადოებრივი სარგებლობის გზებზე გამოყენებულ იქნას სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ფლობენ ავტონომიურობას მეოთხე დონის ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ მათში შენარჩუნებული იქნება მართვის სტანდარტული ორგანოები და ადამიანი შეძლებს ნებისმიერ მომენტში ჩაერიოს მართვის პროცესში როგორც მანქანის სალონში ფიზიკურად ყოფნით, აგრეთვე დისტანციური არხებით. კანონპროექტის განსაკუთებული მახასიათებელია ამგვარი სატრანსპორტო საშუალებების არეალის შეზღუდვა. მათ უნდა იმოძრაონ მკაცრად განსაზღვრული მარშრუტებით, რაც ეხება როგორც ტვირთის გადაზიდვას, ისე მგზავრების გადაყვანას. რეალურად, გერმანიის ხელისუფლება იძლევა ლოჯისტიკური ოპერაციებისა და სამგზავრო ტრანსპორტის მუშაობის ავტომატიზაციის შესაძლებლობას. გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ ეს კანონი ძალაში შესვლამდე უნდა დაამტკიცოს. https://bit.ly/3fbJWZV Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.