Magdalena Posted May 25, 2021 Posted May 25, 2021 ხორცის მცენარეული შემცვლელების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია Impossible Foods-მა (აშშ) CN ეტიკეტების გამოყენების ნებართვა მიიღო (CN - Child Nutrition - ბავშვთა კვებისთვის სერტიფიცირებული პროდუქტი), რაც მას შესაძლებლობას ანიჭებს სკოლის სასადილოები საკუთარი პროდუქციით მოამარგოს. CN სერტიფიკატის მიღების შემდეგ კომპანია რამდენიმე სკოლასთან ერთად აამოქმედებს საპილოტე პროგრამებს. მათი მონაწილეები იქნებიან პალო-ალტოს (კალიფორნია) სკოლების გაერთიანება, აბერდინის (ვაშინგტონი) სკოლების ოლქი, დირ-კრიკის (ედმონდი, შტატი ოკლაჰომა) სახელმწიბო სკოლები და იუნიონ-სიტი (შტატი ოკლაჰომა). კომპანია სკოლის მოსწავლეებს შესთავაზებს ხელოვნური ხორცისგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორისაა, ტაკო, ფრიტოს ნამცხვრები და სპაგეტი საფირმო ხორცის სოუსით. სხვა რაიონის სკოლებსაც შეეძლებათ Impossible Foods-ის პროდუქტების მიღება მომწოდებლებისგან და მათი საკუთარ მენიუებში დამატება. გასულ წელს კომპანიამ თავისი პროდუქცია გაყიდა შვილობილი კომპანია Kroger-ის 1700 მაღაზიაში, სავაჭრო ქსელ Walmart-ის 2000 მაღაზიასა და Publix-ის 1200 მაღაზიაში აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე. Impossible Foods იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა თაობა დაინტერესდება უჩვეულო და სასარგებლო პროდუქტებით განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვები დიდ გავლენას ახდენენ ოჯახური მენიუს ფორმირებაში. https://bit.ly/3owaTKI Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.