Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Qualcomm Technologies-მა დააანონსა მოდემები Snapdragon X62 5G და Snapdragon X65 5G, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სხვადასხვა მოწყობილობის მეხუთე თაობის მობილური ქსელით მხარდაჭერა, მათ შორის იქნება სამომხმარებლო კომპიუტერები და ქსელური აღჭურვილობა. 

image.jpeg 

ხალი მოდემები დამზადებულია М.2 მოდულების ფორმით. შესაძლებელია მათი განთავსება დესკტოპ და პორტატულ კომპიუტერებში, მარშრუტიზატორებში, პლანშეტებში, ვირტუალური და შერეული რეალობის მოწყობილობებში და ა.შ. 

ორივე მოდემს აქვს 5G ქსელის მხარდაჭერა ავტონომიური (SA) და არაავტონომიური (NSA) არქიტექტურებით. მოწყობილობებს შეუძლიათ მუშაობა ყველა ძირითად დიაპაზონში - ეს იქნება 6 გჰც-ზე ნაკლები სიხშირე თუ მილიმეტრული ტალღები. 

მხარდაჭერილია წინა თაობის ფიჭური ქსელები - LTE, WCDMA (DB-DC-HSDPA), TD-SCDMA, CDMA 1x, GSM/EDGE. 

image.jpeg 

Snapdragon X62 5G მოდემი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის მაქსიმალურ სიჩქარეს 4.6 გბ/წმ. Snapdragon X65 5G ვერსიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 10 გბ/წმ-ს აღწევს. 

ეტალონური დიზაინის Snapdragon X62 5G და Snapdragon X65 5G მოდელები დამკვეთებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ცხადია, მალე ბაზარზე გამოვა ამ მოდემებით აღჭურვილი კომერციული პროდუქტები. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.