Magdalena Posted May 25, 2021 Posted May 25, 2021 კომპანია Qualcomm Technologies-მა დააანონსა მოდემები Snapdragon X62 5G და Snapdragon X65 5G, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სხვადასხვა მოწყობილობის მეხუთე თაობის მობილური ქსელით მხარდაჭერა, მათ შორის იქნება სამომხმარებლო კომპიუტერები და ქსელური აღჭურვილობა. ახალი მოდემები დამზადებულია М.2 მოდულების ფორმით. შესაძლებელია მათი განთავსება დესკტოპ და პორტატულ კომპიუტერებში, მარშრუტიზატორებში, პლანშეტებში, ვირტუალური და შერეული რეალობის მოწყობილობებში და ა.შ. ორივე მოდემს აქვს 5G ქსელის მხარდაჭერა ავტონომიური (SA) და არაავტონომიური (NSA) არქიტექტურებით. მოწყობილობებს შეუძლიათ მუშაობა ყველა ძირითად დიაპაზონში - ეს იქნება 6 გჰც-ზე ნაკლები სიხშირე თუ მილიმეტრული ტალღები. მხარდაჭერილია წინა თაობის ფიჭური ქსელები - LTE, WCDMA (DB-DC-HSDPA), TD-SCDMA, CDMA 1x, GSM/EDGE. Snapdragon X62 5G მოდემი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის მაქსიმალურ სიჩქარეს 4.6 გბ/წმ. Snapdragon X65 5G ვერსიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 10 გბ/წმ-ს აღწევს. ეტალონური დიზაინის Snapdragon X62 5G და Snapdragon X65 5G მოდელები დამკვეთებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ცხადია, მალე ბაზარზე გამოვა ამ მოდემებით აღჭურვილი კომერციული პროდუქტები. https://bit.ly/2QypGIj Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.