Magdalena Posted May 22, 2021 Posted May 22, 2021 იტალიურმა ავტომწარმოებელმა Lamborghini-მ წარადგინა სატრანსპორტო საშუალებების ელექტრიფიკაციის გეგმა. ამ გეგმის რეალიზაცია განხორციელდება ორ ეტაპად და გულისხმობს შიდაწვის ძრავების გამოყენებაზე ეტაპობრივ უარს, რის ხარჯზეც შესაძლებელი გახდება ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიის შემცირება. Lamborghini-ს ავტომობილების მთლიანი ხაზი 2024 წლისთვის ჰიბრიდულ ძრავებზე გადავა. პირველ სრულიად ელექტრო სპორტულ ავტომობილს კომპანია გამოუშვებს 2025 წლის შემდეგ, დიდი ალბათობით, ათწლეულის დასასრულს. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში ბაზარზე გამოვა სუპერავტომობილების - Aventador-ისა და Huracan-ის ჰიბრიდული ვერსიები, აგრეთვე ქროსოვერ Urus-ის ჰიბრიდული მოდიფიკაცია. სპორტული ავტომობილების სხვა მწარმოებლების მსგავსად Lamborghini არ ჩქარობს ელექტრო ძრავებზე გადასვლას, რადგანაც მუდმივ მომხმარებლებს სურთ მოისმინონ ხმამაღალი V8 და V12 ძრავების ხმა. მაგრამ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიასთან დაკავშირებული გამკაცრებული ნორმები და ისეთი ელექტროძრავების გამოშვება, რომელთაც შეუძლიათ ბენზინზე მომუშავე ყველაზე მძლავრ ძრავებისთვის კონკურენციის გაწევა - Lamborghini-ს უბიძგებს შეცვალოს სამომავლო განვითარების მიმართულება. Lamborghini-ს არ უთქვამს, გეგმავს თუ არა ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე სრულიად უარის თქმას, თუმცა აღინიშნა, რომ 2025 წლის დასაწყისისთვის მავნე ნივთიერებების ემისია განახევრდება. არსებული მოდელების ჰიბრიდულ ძრავებზე გადაყვანისა და სამომავლო ელექტრიფიკაციისთვის გამოყოფილია დაახლოებით 1.8 მლრდ აშშ დოლარი. Lamborghini-ს პირველი ჰიბრიდული სუპერმობილი იყო 2019 წელს გამოშვებული Sian. მაში გაერთიანებული იყო 6.5-ლიტრიანი V12 ძრავი 785 ცხენის ძალა სიმძლავრით და 34 ცხენის ძალა სიმძლავრის ელექტრო ძრავი. ელექტროძრავი ავტომობილს საშუალებას აძლევს დაბალ სიჩქარეზე იმოძრაოს ბენზინის ხარჯვის გარეშე. https://bit.ly/3f1CIYu Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.