Magdalena Posted May 21, 2021 Posted May 21, 2021 კომპანია Intel-მა წარადგინა Optane მეხსიერების მორიგი ვერსია ლეპტოპებისთვის. მისი დასახელებაა Optane Memory H20 SSD, საიდანაც ჩანს, რომ მასში კომბინირებულია Intel Optane Memory ტექნოლოგიები და ტრადიციული SSD QLC-ზე. შედეგად მიიღწევა მაღალი სიმჭიდროვე და მონაცემთა დამუშავების სიჩქარე კომპაქტურ კორპუსში. Optane არის Intel-ის კუთვნილი ტექნოლოგია და განკუთვნილია აპლიკაციების წარმადობის ზრდისთვის განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს აპლიკაციები მუშაობს მონაცემთა შენახვის ნელ მოწყობილობებზე. სიჩქარის თვალსაზრისით ეს ტექნოლოგია იმყოფება სტანდარტულ SSD-სა და ოპერატიულ მეხსიერებას შორის. Optane დისკები როგორც წესი წარმოდგენილია M.2 ფორმატში, მათი მოცულობა მცირეა - დაახლოებით 16 ან 32 გბ. შედეგად საჭირო ხდება კომპიუტერში ორი M.2 სლოტის გამოყენება. Optane H20 მეხსიერება ერთ M.2 2280 დაფაში შეიცავს როგორც Optane მეხსიერების ჩიპს, ასევე NAND ფლეშ-მეხსიერებას. შედეგად მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს Optane-ს უპირატესობითა და სტანდარტული მყარი დისკის დიდი მოცულობით ერთი M.2 სლოტის გამოყენების პირობებში. მოწყობილობას აქვს 32 გბ Intel Optane და 512 გბ ან 1 ტბ QLC SSD 3D NAND მეხსიერება, წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარეა 3300 მბ/წმ და 2100 მბ/წმ, შესაბამისად. გამოყენებულია არც ისე თანამედროვე PCIe 3.0 ინტერფეისი, ამიტომ მაქსიმალური სიჩქარე თეორიულად შეიძლება უფრო მაღალიც ყოფილიყო. დაყოვნების მაჩვენებელია 6.75 მკწ წაკითხვისას და 12 მკწ - ჩაწერისას. სამწუხაროდ, ამგვარი სანახი მოწყობილობების მაღაზიაში ყიდვა რიგითი მომხმარებლებისთვის შეუძლებელია. Intel მათ დაურიგებს OEM-დეველოპერებს ლეპტოპებში, მონობლოკებსა და მინი პერსონალურ კომპიუტერებში გამოსაყენებლად. სწორედ ამ მოწყობილობებზეა ყველაზე აქტუალური სივრცის დაზოგვა თხელი და მსუბუქი კონსტრუქციების შესაქმნელად. https://bit.ly/3bzkPOw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.