Jump to content

Recommended Posts

Posted

კიბერუსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს 150-ზე მეტი ყალბი საბანკო და კრიპტოსავალუტო აპლიკაცია, რომლებიც შექმნილია მომხმარებლების კუთვნილი ფულს მოპარვის მიზნით. პროგრამული უზრუნველყოფა გათვლილია მთზე, ვინც ცუდად ერკვევა საფონდო ბაზრებსა და კრიპტოაქტივებით ვაჭრობაში.  

image.jpeg  

IT კომპანია Sophos-ის ექსპერტების აზრით, Android-ისა და iOS-ის მავნე პროგრამები ერთ სერვერს იყენებენ, რაც მიუთითებს, რომ მათი საქმიანობის უკან ერთი კრიმინალური დაჯგუფება დგას. ამ მოსაზრებას ამყარებს პროგრამების დიზაინის საერთო ელემენტები, აგრეთვე ყალბი დამხმარე ჯგუფების კომუნიკაციის საერთო სტილი. 

რსებული მონაცემებით, თაღლითები იყენებდნენ სოციალური ინჟინერიის სხვადსხვა მეთოდს, რათა მომხმარებლები მავნე პროგრამების დაყენებისკენ წაეხალისებინათ, მათ შორის იყო გაცნობის ვებ-გვერდებზე ყალბი ექაუნთებით კომუნიკაცია. ერთ-ერთ შემთხვევაში დამნაშავეებმა Apple App Store-ის ყალბი ვერსიაც კი შექმნეს, რათა მომხმარებლები ეიძულებინათ ჩამოეტვირთათ ზიანისმომტანი აპლიკაცია, რომლის სიმბოლო რეალური სერვისის სიმბოლოს ჰგავდა.  

თუკი მომხმარებელი პროგრამას ჩამოტვირთავს, იგი გადამისამართდება ყალბ ლენდინგ-გვერდზე, სადაც იგი დატოვებს საკუთარ საგადახდო მონაცემებს. ზოგიერთ შემთხვევაში თაღლითებმა შეძლეს დაზარალებულის დაბნევა და მოახდინეს კრიპტო ტრანზაქციების ინიცირება სხვის საფულეებში. Sophos-ის მონაცემებით, თუკი მსხვერპლი მოგვიანებით შეეცდებოდა თანხის გატანას და ექაუნთის დახურვას, ოპერატორები წვდომას ბლოკავდნენ ყალბ აპლიკაციაზე.  

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების რეკომენდაციაა მიღებულ იქნას საკუთარი მონაცემების დაცვის მარტივი მეთოდები: მომხმარებელმა პროგრამული უზრუნველყოფა უნდა დააყენოს მხოლოდ ისეთი ვერიფიცირებული წყაროებიდან, როგორებიცაა Google Play ან Apple App Store, ხოლო თუ კვალიფიკაცია ეყოფა - შეამოწმოს პროგრამული უზრუნველყოფის წარმომავლობა. და ბოლოს, თუკი აპლიკაცია მეტისმეტად საეჭვოდ გამოიყურება, ან ჩანს იმდენად კარგი, რომ შეუძებელია რეალური იყოს  (მაგალითად, აქვს მაღალი შემოსავლიანობა ან თუ ინვესტიციების შემოავაზება გაცნობის ვებ-გვერდებიდან მოდის) - დიდი ალბათობით, ეს თაღლითობაა. 

image.png

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.