Jump to content

Recommended Posts

Posted

შეერთებული შტატების პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სამმართველომ (USPTO) კომპანია Samsung-ს მიანიჭა პატენტი ეკრანის მქონე მოწყობილობისთვის. ამ ლაკონურ დასახლებაში მოიაზრება მეტად საინტერესო სმარტფონი, რომელიც დრეკადი ეკრანით იქნება წარმოდგენილი. 

image.jpeg 

გაშლისას გაჯეტი ჩვეულებრივი მონობლოკის ტიპის სმარტფონივით გამოიყურება. ეკრანთან ურთიერქმედება მომხმარებლებს შეეძლებათ ტრადიციული მეთოდით. 

image.jpeg 

როგორც საპატენტო ილუსტრაციებში ჩანს, კონსტრუქციაში გათვალისწინებულია დაკეცვის ორი ხაზი - მოწყობილობის ზედა და ქვედა ნაწილებში. ამრიგად, შესაძლებელია დაიკეცოს ზედა ან ქვედა სექცია, გამოსახულება კი გამოჩნდება ეკრანის დარჩენილ ნაწილში. 

image.jpeg 

image.jpeg 

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ერთდროულად ორივე სექციის დახურვა - ასეთ მდგომარეობაში ეკრანი მთლიანად დაიმალება. უფრო მეტიც, სამხრეთკორეული გიგანტის ჩანაფიქრის თანახმად სმარტფონის ნაწილები შეძლებენ 180 გრადუსით მოტრიალებას როგორც წინა, ასევე უკუმიმართულებით, რაც მოწყობილობის გამოყენების სხვადასხვა რეჟიმების რეალიზების შესაძლებლობას იძლევა.  

image.jpeg 

image.jpeg 

როგორც ხშირად ხდება არასტანდარტული დიზაინის შემთხვევაში, სურათებზე ნაჩვენები მოწყობილობა მჟამად მხოლოდ საპატენტო დოკუმენტებში არსებობს. აპირებს თუ არა Samsung-ი ამ იდეის გაცოცხლებას, ჯერჯერობით უცნობია. 

 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.