Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ბლოკჩეინ-ანალიტიკოსი Kim Yeon Joo თვლის, რომ გარკვეულ პირობებში Bitcoin-ის კურსი არასდროს ჩამოვა 50 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს ქვემოთ. მან გააანალიზა, რომ Bitcoin-ს შეუძლია იმავე გზის გავლა, რაც ოქრომ გაიარა 2004 წელს, როდესაც დამტკიცდა ოქროთი ვაჭრობის ფონდი. ამის შემდეგ ფასები მკვეთრად გაიზარდა და თუ Bitcoin-ი მიჰყვება ამ მაგალითს, მას მსგავსი ბედი ელის. 

„NYSE-მა დაამატა პირველი ოქროს ETF 2004 წლის ნოემბერში და ფასი აღარც დაბრუნებულა ძველ დონეზე. მრავალმა ეკონომიკურმა ფაქტორმა გავლენა მოახდინა ოქროს ფასზე, თუმცა ETF-ის ლისტინგმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალური ინსტიტუციური ფინანსების შემოდინებაში. შესაძლოა, ETF-ის დამტკიცების შემდეგ ვეღარასოდეს ვიხილოთ BTC-ის ამჟამინდელი კურსი, ”- აღნიშნა ანალიტიკოსმა. 

მოსალოდნელია, რომ ETF-ის მიღების შემთხვევაში Bitcoin-ის კურსი აიწევს და ამ პოზიციას BTC-ის ბევრი მომხრე უჭერს მხარს. ანალიტიკოსი თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მაგალითი მისცეს სხვა ქვეყნებს, რის შემდეგაც მრავალი ინსტიტუტი გადაწყვეტს აქტივის გამოყენებას და თანახმა იქნება საკუთარი ETF-ის შექმნაზე. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ხარული ტრენდის გაგრძელება: 

„წარმოიდგინეთ, რომ SEC დაამტკიცებს Bitcoin-ETF-ს. აშშ-ს მეგობარი ქვეყნებიც, მაგალითად კორეა, დაამტკიცებენ Bitcoin-ETF-ს, უამრავი გლობალური ორგანიზაცია იყიდის BTC-ს, გლობალური ფინანსური სერვისების სფეროში მოქმედი კომპანიები აამოქმედებენ Bitcoin-ფონდებს. რა იქნება ასეთ შემთხვევაში BTC-ის ფასი? ხარული ბაზარი გაგრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე გვგონია“. 

აშშ ამჟამად ელოდება SEC-ის მიერ ETF-ის მერვე განაცხადის დამტკიცებას. 2014 წელს უარყოფილ იქნა Bitcoin-ETF-ის ამოქმედების პირველი განაცხადი, თუმცა ბაზრის მონაწილეები მიმდინარე წლისთვის ელიან, რომ შეერთებულ შტატებში დაიშვება ქვეყანაში პირველი Bitcoin-ETF.  

სხვა ქვეყნების Bitcoin-ETF-ის წარმატების მაგალითზე მოსალოდნელია, რომ ამერიკული ETF-ები ბაზარს ახალ დონეზე აიყვანენ. მაგალითისთვის, ამჟამად კანადას სამი ETF გააჩნია. 

Posted

ხო დღეს ნამეტარი ცუდი დღე ქონდა, რაც მოასწრო ასვლა 5 დღის უკან 57900$-მდე დღეს მინიმუმი უკვე 42400$ იყო, ანუ ფაქტიურათ 5 დღეში მოასწრეს 15500$ კურსის დაგდება ეგ კი საკმაოთ დიდი აბიომია ეგეთ მოკლე პერიოდში, ამ ეტაპზე ცდილობენ ისევ 46000$ მიაუხლოვონ კურსი, ბარიერი 45500$ ფარგლებშია, ეთერეუმი კი 3550$ ავიდა და ეხლაც მაგ ფარგლებშია უფრო გაჩერებული

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.