Jump to content

ტოკიოში იხსნება მსოფლიოში პირველი „სპორტდარბაზი კიბერათლეტებისთვის“


Recommended Posts

Posted

image.jpeg 

როგორც კომპიუტერულ თამაშებზე სპეციალიზებული იაპონური ვებ-გვერდი Kotaku გვაცნობებს, ტოკიოში არსებულ Sankaku Complex-ში იხსნება სავარჯიშო დარბაზი კიბერსპორტსმენებისთვის. მისი მომხმარებლები კიბერსპორტსმენების გუნდებთან ერთად შეძლებენ პროფესიონალური ტრენინგების გავლას, რომლებიც ჩატარდება იაპონიის ყველაზე პოპულარული თამაშებით: Valorant, League of Legends, Rainbow Six Siege, Identity V და Puyo Puyo. 

კიბერსპორტული სავარჯიშო დარბაზი“ Tokyo Metro-სა და Geshipi-ს ერთობლივი პროექტია. სამსაათიანი სლოტი ერთ-ერთ საუკეთესო კომპიუტერზე მომხმარებელს 13 აშშ დოლარი დაუჯდება. გარდა ამისა, დარბაზზე ყოველდღიური წვდომისთვის თვეში 25 $ არის გადასახდელი. პროფესიონალებთან წვრთნების გავლა კი დამატებით სააში 25 აშშ დოლარი ღირს. 

image.jpeg 

გეიმინგ-დარბაზის მომხმარებლებს შეეძლებათ თავიანთი შესაძლებლობების გაუმჯობესება Crest Gaming-ის, JeSU-სა და Glory Be Esports-ის პროფესიონალი გეიმერების დახმარებით. კიბერსპორტული დარბაზით სარგებლობა შეუძლიათ არა მხოლოდ პროფესიონალებს და მოყვარულებს, არამედ ახალბედა მოთამაშეებს, რომლებიც არ იცნობენ თამაშის წესებს. 

დარბაზის სივრცე შეზღუდულია. იქ მხოლოდ 12 კომპიუტერია განთავსებული, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საუბარია უკიდურესად მაღალი დონის გეიმინგ-კომპიუტერებზე. კიბერსპორტული დარბაზის გახსნა დაგეგმილია 19 მაისს. თუ გამოცდილება წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლებელია მომავალში ტოკიოში ასეთი დარბაზების რიცხვი გაიზარდოს. 

image.jpeg 

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.