Magdalena Posted May 14, 2021 Posted May 14, 2021 ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ მე-12 სერიის Core პროცესორების ანონსი შედგებოდა სექტემბერში და გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყებოდა. ამჟამად არსებული ინფორმაციით ანონსი შესაძლოა ნოემბრამდე გადაიდოს. ეს ნიშნავს, რომ Intel Alder Lake-S სერია გამოვა Rocket Lake-S სერიის გამოსვლიდან მხოლოდ რვა თვის შემდეგ, რაც იქნება ყველაზე სწრაფი არქიტექტურული განახლება Intel-ის დესკტოპ პროცესორების ისტორიაში. ამ სერიაში გამოყენებული იქნება Intel-ის ჰიბრიდული ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს მაღალი ენერგოეფექტურობისა და წარმადობის მქონე ბირთვებს. ამგვარი მიდგომა არასოდეს გამოიყენებოდა სამომხმარებლო დესკტოპ პროცესორებში. გარდა ამისა, Alder Lake იქნება Intel-ის შემთხვევაში პირველი 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ხაზი. ეს გახლავთ Intel-ის პროცესორების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, თუმცა არა ერთი, რასაც Alder Lake შემოგვთავაზებს. ამ სერიაში წარმოდგენილი იქნება უახლესი PCIe Gen5 ინტერფეისი, ასევე ახალი DDR5 და LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება. ორივე მათგანი მიიღებს Intel-ის პლატფორმის მხარდაჭერას უფრო ადრე, ვიდრე AMD. სამომხმარებლო პროცესორების გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, თუმცა სამუშაო სადგურების წარმოების გრაფიკი გვიჩვენებს, რომ Intel-ი Alder Lake პროცესორების მასიური წარმოების დაწყებას წლის მესამე კვარტალში აპირებს. რაც შეეხება Alder Lake-ის სიჩქარის მახასიათებლებს, Intel ელის ერთნაკადიან სამუშაოებში წარმადობის 20%-იან ზრდას და მრავალნაკადიანში - ორჯერ მატებას. https://bit.ly/3tzgjpf Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.