Jump to content

Recommended Posts

Posted

ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ მე-12 სერიის Core პროცესორების ანონსი შედგებოდა სექტემბერში და გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყებოდა. ამჟამად არსებული ინფორმაციით ანონსი შესაძლოა ნოემბრამდე გადაიდოს. ეს ნიშნავს, რომ Intel Alder Lake-S სერია გამოვა Rocket Lake-S სერიის გამოსვლიდან მხოლოდ რვა თვის შემდეგ, რაც იქნება ყველაზე სწრაფი არქიტექტურული განახლება Intel-ის დესკტოპ პროცესორების ისტორიაში. 

image.jpeg 

ამ სერიაში გამოყენებული იქნება Intel-ის ჰიბრიდული ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს მაღალი ენერგოეფექტურობისა და წარმადობის მქონე ბირთვებს. ამგვარი მიდგომა არასოდეს გამოიყენებოდა სამომხმარებლო დესკტოპ პროცესორებში. გარდა ამისა, Alder Lake იქნება Intel-ის შემთხვევაში პირველი 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ხაზი. ეს გახლავთ Intel-ის პროცესორების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, თუმცა არა ერთი, რასაც Alder Lake შემოგვთავაზებს. 

ამ სერიაში წარმოდგენილი იქნება უახლესი PCIe Gen5 ინტერფეისი, ასევე ახალი DDR5 და LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება. ორივე მათგანი მიიღებს Intel-ის პლატფორმის მხარდაჭერას უფრო ადრე, ვიდრე AMD. 

სამომხმარებლო პროცესორების გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, თუმცა სამუშაო სადგურების წარმოების გრაფიკი გვიჩვენებს, რომ Intel-ი Alder Lake პროცესორების მასიური წარმოების დაწყებას წლის მესამე კვარტალში აპირებს. 

რაც შეეხება Alder Lake-ის სიჩქარის მახასიათებლებს, Intel ელის ერთნაკადიან სამუშაოებში წარმადობის 20%-იან ზრდას და მრავალნაკადიანში - ორჯერ მატებას. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.